2018 წლის იანვარი გამოირჩეოდა განცხადებების სიმცირით, ფონდში შემოვიდა მხოლოდ 12 განცხადება, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა ჩვენი თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდში შეგროვილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 10025 ლარი, 20% საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. სულ თანამშრომლების განცხადებების მიხედვით მოთხოვნილი იყო 15271 ლარი. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ამიაკის წარმოების თანამშრომელს, რომლის 8 წლის ვაჟს დაუდგინდა თავში სიმსივნე და 2 ოპერაციის და ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდულად ესაჭიროება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება დავეხმარეთ 710 ლარით წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, აზოტმჟავის მეგარდერობეს, რომლის 3 წლის შვილიშვილს კრუნჩხვების და გულყრის შედეგად აგრეთვე ესაჭიროება თავის ტვინის მრტ-კვლევა, დავეხმარეთ 660 ლარით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს, რომლის 8 წლის ქალიშვილს დაუდგინდა სიელმე და შესაბამისად გასაკეთებელი აქვს ოპერაცია გადაურიცხეთ 230 ლარი, კაპმშენებლობის თანამშრომელს, რომლის 35 წლის ვაჟმა გადაიტანა მწვავე ინფარქტი, გაუკეთდა ოპერაცია-ჩაიდგა სტენტი და საჭიროებს ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადაურიცხეთ 900 ლარი წარმოდგენილი ქვითრების თანახმად, ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიული თანამშრომელს, რომელსაც მოულოდნელად დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი და სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაციული ჩარევა, დაუფინანსეთ იგი 2500 ლარით, სსსს-ს თანამშრომელს, რომელმაც გადაიტანა ორი ოპერაცია, ჯერ ქვედა კიდურების სისხლ-ძარღვების ლიგირება, ხოლო შემდგომ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება მივეხმარეთ პოსტოპერაციულ მედიკამენტოზურ მკურნალობაში, რაც შეადგენს 520 ლარს, 350 ლარი გადაურიცხეთ ელმომარაგების თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს ხერხემლის კომპლექსური პრობლემები (სპონდილეზი, მალების პროტრუზია, ოსტეოპოროზი) და ეს თანხა გახარჯა წამლებში, აგრეთვე 1000 ლარიანი დახმარება გაუწიეთ საწარმოო განყოფილების თანამშრომელს, რომლის ოჯახის წევრს დაუდგინდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც საჭიროებს იოდოთერაპიას, რომელსაც არ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, ასევე ოჯახის წევრების გამო დავეხმარეთ კიდევ 3 თანამშრომელს: სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს, რომლის მეუღლესაც დასჭირდა 2 ნეიროქირურგიული ოპერაცია (ხერხემლის რედრესაცია (გაწელვა) და ღია დისკექტომია, მას დაურიცხეთ 2000 ლარი, ციანმარილების თანამშრომელს გაუწიეთ 230 ლარიანი დახმარება დედის გამო, რომელსაც გაუსკდა კუჭის წყლული და გახდა სასწრაფოდ საოპერაციო, 500 ლარით მივეხმარეთ ამონიუმის გვარჯილის თანამშრომელს, რომლის 70 წლის დედას ესაჭიროება ოპერაცია თვალზე კატარაქტის გამო, მეორე თვალით 100% სიბრმავე აქვს დადგენილი გლაუკომის გამო და შესაბამისად საუბარი იყო ადამიანის ინვალიდობაზე. უარი ეთქვა სახანძრო სამსახურის თანამშრომელს შვილის ოპერაციის ანაზღაურებაზე, ვინაიდან გარდა ნიჟარების შეშუპებისა და ძგიდის გამრუდებისა, რაც მითითებული იყო წარმოდგენილ საბუთებში, გოგონამ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, და იმის მიუხედავად, რომ სადაზღვეო კომპანიაში შეტანილი იქნა განსახილველად აღნიშნული პიროვნების საბუთები და დაზღვევამ დაუფინანსა 560 ლარი, ეს ადამიანი არ დაელოდა აღნიშნულ დაფინანსებას და წინასწარ გაიკეთა ოპერაცია, შესაბამისად ფონდმა ჩათვალა, რომ აღნიშნულ ფონდი ვერ გაიღებს და მითუმეტეს პლასტიკურ ოპერაციებს ვერ დააფინანსებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე თვეა ამოქმედდა მოთხოვნა ჩვენი თანამშრომლების მიმართ, რაც ითვალისწინებს გადახდის ქვითრების და ჩეკების წარდგენის აუცილებელ მოთხოვნას თანამშრომლების მხრიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფონდს მიმართავენ მხოლოდ სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი კალკულაციის საფუძველზე. ანუ ოპერაციის შემდგომ აუცილებლად უნდა წარმოგვიდგინოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ვინაიდან ხშირია განსხვავებები წინასწარ გაცემულ კალკულაციაში მითითებულ თანხასა და შემდგომ გადახდილ თანხებს შორის.
2018 წლის თებერვალში, განსხვავებით იანვრისგან, ფონდში შემოვიდა 18 განცხადება, აქედან 10 განცხადება უშუალოდ თანამშრომლებს ეხებოდა, ხოლო დანარჩენი 8 ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდში შეგროვილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 10100 ლარი, 20% საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. სულ შემოსული განცხადებების მიხედვით მოთხოვნილი იყო 19070 ლარი. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
2000 ლარით დავეხმარეთ სსსს-ს თანამშრომელს, რომელსაც ესაჭიროება მუხლის სახსრის სრული ჩანაცვლება და დაზღვევა არ უფინანსებს პროთეზის ღირებულებას, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 1600 ლარით გულის შუნტირების გასაკეთებლად, ამ შემთხვევაშიც დაზღვევამ არ დააფინანსა იმპლანტის ღირებულება, ამიაკის წარმოების თანამშრომელს, რომელსაც დაუდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 500 ლარით გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ, ცტკგ-ს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით გართულებული პნევმონიის გამო, მსგავსი დიაგნოზის გამო აგრეთვე დახმარება გაუწიეთ საქვაბის თანამშრომელს 440 ლარის ოდენობით წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ასს-ს მძღოლს ანევრიზმის გამო, რომელიც განუვითარდა თავში და პოსტოპერაციულად ესაჭიროება თავის ტვინის ანგიოგრაფია, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი ამოწურული აქვს, დავეხმარეთ 490 ლარით, სახანძრო სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც დაემართა თავის ტვინის ინფარქტი და შედეგად მარჯვენამხრივი პარალიჩი, ფიზიოპროცედურებისთვის გაუწიეთ დახმარება 600 ლარის ოდენობით, აგრეთვე სახანძრო სამსახურის მეორე თანამშრომელს, რომლის მამას მწვავე ინფარქტის შემდგომ დასჭირდა სტენტირება და ანგიოპლასტიკა გაუწიეთ დახმარება 615 ლარის ოდენობით, საშვთა რეჟიმის თანამშრომელს დავეხმარეთ 350 ლარის ოდენობით მეუღლის ნაწლავური მწვავე პერიტონიტის გამო, ცქლ-ს თანამშრომელს დედის გინეკოლოგიური ოპერაციის გამო დავეხმარეთ 730 ლარით, აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს მეუღლის კატარაქტის გამო დავეხმარეთ 400 ლარით, ელმომარაგებიდან იყო შემოსული 2 განცხადება, ერთი ეხებოდა შვილის გამო დახმარების თხოვნას, რომელსაც ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი და მიიღო მრავლობითი ნაფლეთი დაზიანებები, თითის მოტეხილობა, გაეწია დახმარება 320 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე თანამშრომელს შვილიშვილის ოპერაციის გამო გაეწია დახმარება 270 ლარის ოდენობით, გარდა უშუალოდ ფონდ “თანადგომის” შემოწირულობებისა, რაც წარმოადგენს სს რუსთავის აზოტის თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევის ძირითად ფინანსურ წყაროს, სხდომაზე გადაწყდა 3 თანამშრომლის განცხადება დაკმაყოფილებულიყო სადაზღვევო ფონდიდან და ამ მიზნით ციანმარილების თანამშრომელს, რომელმაც გადაიტანა გულის სტენტირების ოპერაცია, გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით, აგრეთვე დახმარება გაეწია სსხ და ა-ს თანამშრომელს მეუღლის თირკმილს სტენტირების გამო, რომელმაც შეადგინა 760 ლარი და სმს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით.
უარი ეთქვა ციანმარილების თანამშრომელს ცხვირის ძგიდის და ნიჟარების ოპერაციის ანაზრაურებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი თანხა შეადგენდა 245 ლარს, ხოლო თავად თანამშრომლის ხელფასი საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ასეთი ხარჯი გასწიოს თავად.