2018 წლის 14 მაისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდში აკუმულირებული თანხა შეადგენდა 11500 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 19328 ლარი. მხოლოდ 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 11 განცხადებადა ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:
1100 ლარით დავეხმარეთ ელექტრომომარაგების თანამშრომელს, რომელსაც აღმოაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, 850 ლარით დავეხმარეთ კ/ლაქტამის თანამშრომელს, რომელსაც აგრეთვე აქვს სიმსივნის დიაგნოზი და ხანგრძლივად მკურნალობს, 700 ლარით დავეხმარეთ კაპ.მშენებლობის განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს მუცლის ფარის თიაქარი და გასაკეთებელი აქვს ოპერაცია, 900 ლარი გადაურიცხეთ სსხ და ა-ს თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს თირკმლის ჰიდრონეფროზი და აგრეთვე გასაკეთებელი აქვს ოპერაცია. 700 ლარიანი დახმარება გაეწია ტარა-შესაფუთი საამქროს თანამშორმელს, რომელსაც გაუკეთდა ღია დისკექტომია, ხოლო გვარჯილის საამქროს თანამშრომელს ჩაურიცხეთ 200 ლარი გინეკოლოგიური ოპერაციის გასაკეთებლად.
რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრებს, 1500 ლარით დავეხმარეთ აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს მამის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამო გასაკეთებელი ოპერაციის დასაფინანსებლად, 1100 ლარი გადაურიცხეთ სიცივის საამქროს თანამშრომელს, მისი დედის სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით დედის მუხლის მწვავე დაზიანების გამო, რის შედეგადაც გაუკეთდა 2 ოპერაცია, ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 750 ლარის ოდენობით ძმის მიერ გადატანილი მწვავე ინფარქტის გამო, სსხ და ა-ს თანამშრომელს 4 წლის ვაჟის სკოლიოზის გამო გაეწია დახმარება 640 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო განყოფილების თანამშრომელს ქალიშვილის ტერფის ექვინოვარუსული დეფორმაციის გამო, რომლის შეგედაგაც გასაკეთებელი აქვს ოპერაცია, დავეხმარეთ 420 ლარით, 240 ლარით დავეხმარეთ სამმართველოს თანამშრომელს ვაჟის გლანდების ოპერაციის გამო, აგრეთვე აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ 276 ლარიანი დახმარება 3 წლის შვილის ჰიდროცელეს გამო, რათა შეძლოს ბავშვისთვის ოპერაციის ჩატარება, 150 ლარი გადაურიცხეთ სახანძრო სამსახურის თანამშრომელს მეუღლის კარდიოლოგიური პრობლემების გამო, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 228 ლარის ოდენობით 2 წლის შვილის საზარდულში ჩაჭედილი თიაქარის გამო.
უარი ეთქვა კაპროლაქტამის თანამშრომელს, რომელსაც ერთხელ უკვე გაუწიეთ დახმარება მისი დის გამო.
საამქროს წარმომადგენლებს სხდომაზე მიეცათ მითითება არ შემოიტანონ ფონდში თანამშრომლების დედმამიშვილების ჯანმრთელობის პრობლემების ამსახველი განცხადებები.