საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ანგარიში

2019 წლის 10 ოქტომბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 15400 ლარს წინა თვეებში დაზოგილი თანხსი ხარჯზე. შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 19508 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 9 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ელექტროშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ თვალის ენუკლეაციის გამო 470 ლარით, მთ მექანიკოსის განყოფილების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით ონკოლოგიუირ დაავადების გამო საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად, შრომის დაცვისა და ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერს სტენტირების გასაკეთებლად, რომელსაც რიგი მიზეზების გამო არ უფინანსებს სადაზღვევო კომპანია დავეხმარეთ 3000 ლარით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს ღრმა ანემიის გამო გაუწიეთ დახმარება 450 ლარის ოდენობით, საშვთა ბიუროს თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით თიაქარის ოპერაციის ასანაზღაურებლად, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს კი გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით პროსტატის სიმსივნის გამო გაკეთებული ოპერაციის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად.

რაც შეეხება ოჯახის წევრების პრობლემებს: აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს მეუღლის ქრონიკული ანემიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 500 ლარით, ვინაიდან დაზღვევა არ აფინანსებს სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებებს, ელექტროშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს ვაჟიშვილის მოტეხილობის გამო საოპერაციოდ დავეხმარეთ 180 ლარით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით ქალიშვილის ონკოლოგიური პრობლემის გამო, რკინიგზის საამქროას თანამშრომელს დავეხმარეთ 800 ლარით დედის ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ, კ/ლაქტამის თანამშრომელს მამის ფილტვის კიბოს გამო დავეხმარეთ 620 ლარით წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 800 ლარით მამის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ასევე გაუწიეთ დახმარება 800 ლარით მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო, წყალმომარაგების საამქროს მეორე თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 380 ლარით შვილი გულის მანკის სამკურნალოდ, რომელიც თანდაყოლილად ჩაუთვალეს და დაზღვევამ არაფერი არ აუნაზღაურა.

 ამიაკის თანამშრომელს ეთქვა უარი შვილიშვილის ცხვირის ძგიდის მაკორექტირებელი ოპერაციის ანაზღაურებაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *