2020 წლის 11 ნოემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17297 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 22667 ლარი. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 9 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
კ/ლაქტამის მეაპარატეს კუდუსუნის არის კისტის აბსცესის სამკურნალოდ დავეხმარეთ 250 ლარით, ელშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს მუხლის სახსრის ართროზის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით, სამეურნეო განყოფილების დამლაგებელს მრავლობითი მიელომის, ანუ ძვლის კიბოს სამკურნალოდ გამოუყავით 2500 ლარი, გვარჯილის საამქროს შემფუთველს დავეხმარეთ 300 ლარის ოდენობით ხელის მოტეხილობის სამკურნალოდ, ასევე გვარჯილის ელშემდუღებელს გულის სტენტირების გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 2300 ლარის ოდენობით, ციანმარილების მეაპარატეს სათესლე ჯირკვლის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ტომრების წარმოების მეაპარატეს დედის ტრავმული დაზიანებების გამო დავეხმარეთ 2000 ლარით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1100 ლარით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატს გაუწიეთ დახმარება მეუღლის სტენტირების გასაკეთებლად 1500 ლარის ოდენობით, სსხ და ა-ს თანამშრომელს დედის წითელი ქარის სამკურნალოდ დავეხმარეთ 600 ლარით, ბუღალტერიის ბუღალტერს გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ გამოუყავით 1100 ლარი, სანლაბორატორიის ლაბორანტს მეუღლის ვენური უკმარისობის გამო ოპერაციის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 250 ლარის ოდენობით, აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს მეუღლის კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 357 ლარით, ციანმარილების თანამშრომელს 21 წლის ქალიშვილის სმენის პრობლემების სამკურალოდ გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით, ასევე ციანმარილების წარმოების თანამშრომელს დედის მუხლის სახსრის სრული ენდოპროთეზირებისათვის დავეხმარეთ 1100 ლარის ოდენობით.