2021 წლის 10 ივნისის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 18821 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17437 ლარი. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ზეთების უბნის თანამშრომელს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს განმეორებით გაეწია დახმარება 335 ლარის ოდენობით ვერტებროგენული დორსალგიის სამკურნალოდ, სსხ და ა-ს ელზეინკალს მკერდის სიმსივნის გამო გაუწიეთ დახმარება 3000 ლარის ოდენობით, საშვთა რეჟიმის კონტროლიორის მისამართით ფონდმა გაიღო 421 ლარი საზარდულის თიაქარის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, სახანძრო სამსახურის მძღოლს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით სტენოკარდიისა და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება მესამედ, 1500 ლარის ოდენობით ავარიაში მოყოლის შედეგად მოტეხილობების და ტრავმების სამკურნალოდ, წყალმომარაგების ზეინკალს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით დისკექტომიის სამკურნალოდ, წყალმომარაგების მეორე თანამშრომელს დავეხმარეთ 400 ლარის ოდენობით ასევე დისკექტომიის ასანაზღაურებლად, ციანმარილების მექანიკოსს გაეწია დახმარება 253 ლარის ოდენობით მხრის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ, მსშს-ს ზეინკალს მესამედ გაეწია დახმარება დისკის თიაქარის სამკურნალოდ 700 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, რესურსი ასე გადანაწილდა: ასევე მსშს-ს თანამშრომელს განმეორებით დავეხმარეთ მეუღლის ჰისტერექტომიის ასანაზღაურებლად 600 ლარის ოდენობით, ციანმარილების ცვლის უფროსს მეუღლის თვალის ოპერაციის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების ელმონტიორს გაუწიეთ დახმარება 690 ლარის ოდენობით ვაჟის მუხლის სახსრის ვალგუსური დეფორმაციის ოპერაციული მკურნალობისათვის, აზოტმჟავის საამქროს უბნის უფროსს გაეწია დახმარება 196 ლარის ოდენობით ქალიშვილის თვალის ოპერაციის სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების ზეინკალ-შემკეთებელს გაეწია დახმარება 631 ლარის ოდენობით მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაციული მკურნალობისთვის, სსხ და ა-ს თანამშრომელს მეუღლის კოჭ-წვივის მოტეხილობის გამო გაუწიეთ დახმარება 350 ლარის ოდენობით, ტომრების საამქროს მეაპარატეს განმეორებით დავეხმარეთ 582 ლარის ოდენობით მეუღლის სასწრაფო საკეისრო კვეთის გასაკეთებლად, რომლის შედეგად დაბადებული 2 ტყუპიდან 1 გარდაიცვალა.