რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით, 5–6 ივლისს რუსთავმა მუსიკალურ-შემოქმედებით ფესტივალს OXYGEN 2025 უმასპინძლა.
პირველი დღე მიეძღვნა რუსთავის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, სამ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა საჩუქრად სმარტ-საათები – Apple Watch.
დაჯილდოების შემდეგ სცენა დაეთმო კონცერტს.
„რუსთავის აზოტი ინდორამასთვის“ ახალგაზრდობის, განათლებისა და ქალაქის კულტურული განვითარების მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.