2025 წლის სექტემბრის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: მოწყობილობათა დიაგნოსტიკის სპეციალისტს გაეწია დახმარება 1307 ლარის ოდენობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, ეკონომიკის სამმართველოს შრომის ინჟინერს გაეწია დახმარება 530 ლარის ოდენობით ჩიყვის და დიაბეტის სამკურნალოდ, სსსს-ს დურგალს დავეხმარეთ 330 ლარით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 82 ლარით გულის მწვავე უკმარისობის კუპირებისთვის, რაც საკუთარი ხარჯი გასწია, ციანმარილების წარმოებიდან შემოვიდა 3 განცხადება: ერთ-ერთი ეხებოდა ხერხემლის ოსტეომიელიტს და ფონდმა გასწია დახმარება 735 ლარის ოდენობით, მეორე მენჯის ენდოპროთეზირებას და გაწეულ იქნა დახმარება 845 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე თანამშრომელს, მემანქანეს, დავეხმარეთ 1340 ლარით ცერებრული ანევრიზმის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს სსხ და ა-ს ზეინკალს გაეწია დახმარება 515 ლარის ოდენობით კოლინჯის კიბოს სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 1130 ლარით 12 წლის ვაჟის კიდურის სისუსტის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ორმა თანამშრომელმა მომართა ფონდს სექტემბერში, ერთ-ერთ თანამშრომელს მეუღლის პარკინსონიზმის სამკურნალოდ გამოეყო 1164 ლარი, ხოლო მეორეს 41 წლის შვილის მალების პროთრუზიების და დისკოზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1800 ლარით. კ/ლაქტამის თანამშრომელს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით დედის გარდამავალი იშემიური შეტევის სამკურნალოდ.