ლურჯი მოცვის კვება

ლურჯმა მოცვმა ფესვებიდან ყოველწლიურად რამდენიმე ახალი ამონაყარი უნდა ამოიღოს. ძველმა ტოტებმა მინიმუმ 30 სმ სიგრძის ნაზარდი უნდა გაიკეთოს. კომერციული ჯიშის ლურჯი მოცვი ბევრად უფრო მოსავლიანია, ვიდრე ველური ჯიშები. ამიტომ კომერციულ კულტურას დამატებითი კვება სჭირდება . ლურჯი მოცვი განსაკუთრებული ტიპის განოყიერებას მოითხოვს. მჟავე ნიადაგის გამო, სადაც ლურჯი მოცვი იზრდება , მცენარეში ზოგი საკვები ელემენტი მუდამ დეფიციტშია( […]
ატმის განოყიერება

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე ატამი საქართველოში პოპულარული ხეხილია, რომელსაც მიირთმევენ როგორც მწიფეს ისე ჩირის სახითაც. ატამი ძირითადა მოჰყავთ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. სადაც კონცენტრირებულია ატმის ბაღების 92%. მეხილეებს ატმის კვებითი მოთხოვნების შეფასება შუძლიათ ფოთლებისა და ნიადაგის ანალიზის , მცენარის ზრდისა და მოსავლიანობის მიხედვით. ნიადაგისა და ფოთლის ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგად მივიღებთ ობიექტურ […]
პრიმულა ანუ ფურისულა

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე პრიმულა ანუ ფურისულა ეს არის გაზაფხულის პირველი ღიმილი თქვენს ბაღში. თუ არსებობს ყვავილი, რომელიც გაზაფხულის მოსვლას ყველაზე ლამაზად გვამცნობს, ეს ნამდვილად პრიმულაა. რატომ არის პრიმულა განსაკუთრებული? მისი სახელწოდება ლათინური სიტყვიდან primus მოდის და „პირველს“ ნიშნავს – რადგან ერთ-ერთი პირველი ყვავის ადრე გაზაფხულზე. არსებობს მისი ასობით სახეობა და ფერი: ყვითელი, […]
კარტოფილის განოყიერება

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე კარტოფილის მოთხოვნილება გარემო და კვების პირობების მიმართ. კარტოფილი ზომიერი ჰავის მოყვარული მცენარეა და მეტად მგრძნობიარეა როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ და ორივე შემთხვევაში წყვეტს ტუბერების წარმოქმნასა და განვითარებას. ტუბერების წარმოქმნისათვის ხელსაყრელია 16 – 18 0C სითბო. 20-23 0C უარყოფითად მოქმედებს, ხოლო 29 0C -ზე ზემოთ კი სრულიად წყდება მათი […]
ხეხილისა და ბოსტნეულის განოყიერება

ხეხილი ხეხილის ბაღის გაშენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაღე ნაკვეთის შერჩევას. საბაღე ნაკვეთი ჯერ უნდა გასუფთავდეს,მოსწორდეს და მოიხნას 50-60 სმ სიღრმეზე საპლანტაჟე გუთნით. შემდეგ ნაკვეთი გადაიხვნება და გაფხვიერდეს დისკებიანი კულტივატორით. ხეხილის მოსავლიანობისთვის აზოტი აუცილებელი ელემენტია. იგი შედის ცილების და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში. მას მცენარის ფესვები ითვისებს ნიტრატების ან ამონიუმის მარილის სახით. აზოტის ნაკლებობა ასუსტებს მცენარის ზრდას. […]
სიმინდის მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე სიმინდი, სხვა მარცვლოვან კულტურებთან შედარებით მკვეთრად გამოირჩევა თავისი კვებითი თავისებურებით. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას , რომლის ძირითადი ნაწილი ნიადაგის 0-30 სმ ფენაშია განლაგებული და ახასიათებს საკვები ნივთიერებების ძნელად ხსნადი შენაერთებიდან შეთვისების მაღალი უნარი. სიმინდი ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას საკვების მიმართ აყენებს აღმოცენების პირველ თვეებში, მაქსიმალურ მოთხოვნილებას –მარცვლის ჩასახვის პერიოდში. […]
სიმინდის განოყიერება

სიმინდი ➤ რეკომენდაცია სიმინდის უხვი მოსავლიანობისთვის: ✔ სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის ეფექტური საშუალებაა – ამონიუმის გვარჯილა ✔ ნიადაგში აზოტოვანი სასუქის შეტანის ნორმა 1 ჰექტარზე შეადგენს 300 კილოგრამს ✔ სასუქების შეტანის წელს სიმინდის მოსავალი ჰექტარზე 10,7 ცენტნერით იზრდება ✔ ამონიუმის გვარჯილა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგში შეაქვთ ხვნის წინ ✔ აღმოსავლეთ საქართველოში აზოტიანი სასუქების დოზის 1/3 […]
ამონიუმის სულფატის უპირატესობა სხვა აზოტიან სასუქებთან შედარებით

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე აზოტი მცენარისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენტია. მცენარის აზოტით უზრუნველყოფაზე არის დამოკიდებული მისი ზრდა-განვითარება, მოსავალი და მოსავლის ხარისხი. აზოტის დიდი მნიშვნელობა მცენარის სიცოცხლეში განპირობებულია იმით, რომ აზოტი შედის ყველა მარტივი და რთული ცილების შედგენილობაში. ცილები მცენარის უჯრედის პროტოპლაზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აზოტის გარეშე ცილა არ წარმოიქმნება , ხოლო ცილის გარეშე […]
პომიდვრის განოყიერების სისტემა

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე პომიდორი სითბოს, განათების და ტენის მიმართ მომთხოვნი კულტურაა. ტენის სიმცირის დროს ფერხდება საკვები ელემენტების შეთვისება, შეინიშნება ფოთლების დახუჭუჭება, იწყება ყვავილებისა და ნასკვების ცვენა, ნაყოფები ავადდება წვერის სიდამპლით. ის ვერ იტანს ჰაერის მაღალ ფარდობით ტენიანობას, რადგან ძლიერ ზიანდება სხვადასხვა დაავადებებით და ულპება ნაყოფი. პომიდორს გააჩნია მძლავრი და ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემა, […]
კიტრის განოყიერების სისტემა

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე კიტრი სინათლის მოყვარული, მოკლე დღის მცენარეა. მიუხედავად ამისა, ვერ იტანს მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას. ამიტომ მას თესენ სიმინდის კულისებშიც, ვენახის ან ხეხილის ბაღის მწკრივშიც. ის მაღალ მოთხოვნას უყენებს ნიადაგის ტენიანობას, განსაკუთრებით ნაყოფების დამსხვილების ფაზაში. კიტრის ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია და ვითარდება ნიადაგის ზედაპირულ ფენაში. მას საკვები ელემენტების ბევრად უფრო ნაკლები […]