აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

სიმინდი, სხვა მარცვლოვან კულტურებთან შედარებით მკვეთრად  გამოირჩევა თავისი კვებითი თავისებურებით. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას , რომლის ძირითადი ნაწილი ნიადაგის 0-30 სმ ფენაშია განლაგებული და ახასიათებს  საკვები  ნივთიერებების ძნელად ხსნადი შენაერთებიდან  შეთვისების მაღალი უნარი.

სიმინდი ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას საკვების მიმართ  აყენებს აღმოცენების პირველ თვეებში, მაქსიმალურ მოთხოვნილებას –მარცვლის ჩასახვის პერიოდში.

სიმინდის მაღალი მოსავალი მიიღება ორგანული ნივთიერებითა  და საკვები ელემენტებით მდიდარ , კარგი სრტუქტურის  მქონე, მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის , სუსტ-მჟავე, ნეიტრალურ  და სუსტ-ტუტე არეს რეაქციის  მქონე ნიადაგებზე, რომელთა PH  შეადგენს 6,0-7,5.

მოკირიანების შემთხვევაში იგი  საკმაოდ მაღალ მოსავალს იძლევა ეწერ ნიადაგზეც.

სიმინდის მოთხოვნილება ძირითად საკვებ ელემენტებზე შემდეგია:

პირველი ელემენტი ეს  ა ზ ო ტ ი ა, იგი დიდი რაოდენობით შეითვისება სიმინდის მიერ. აზოტის სიმცირე  აფერხებს ამ კულტურის ზრდა-განვითარებას, მისი ფოთლები იღებს  ღია მწვანე შეფერილობას, ინვითარებს მოკლე მუხლთაშორისებს, მცირე სავეგეტაციო მასას, პატარა ზომის ტაროს , რის გამოც ორ- სამჯერ დაბალია მოსავალი. აზოტის დეფიციტი იწვევს ქვედა ფოთლების ქლოროზს, ამ დროს ფოთლის ხმობა იწყება ფოთლის წვეროდან და მთავრდება მთელი ფოთლს გახმობით. მცენარე ძლიერ კნინდება , იზრდება უტარო მცენარეების და უმარცვლო ტაროების რიცხვი, მოსავალი მცირე და უხარისხოა.

აზოტის სიჭარბის შემთხვევაში მცენარეს ახასიათებს აჩოყებული ზრდა, გრძელი მუხლთაშორისები, ნაზი და სუსტი ღერო, რომელიც ქარიან და ჭარბტენიან ზონაში ადვილად ტყდება და წვება.

ამიტომ აუცილებელია სწორედ იქნას შერჩეული  სიმინდისათვის აზოტიანი სასუქების დოზები.

სიმინდის გასანოყიერებლად გამოიყენება შემდეგი აზოტიანი სასუქები : ა მ ო ნ ი უ მ ი ს   გ ვ ა რ ჯ ი ლ ა , რომელიც შეიცავს 34,6% აზოტს. მასში აზოტი არის  როგორც  ნიტრატულ ისე ამონიაკურ ფორმაში, იგი ითვლება სწრაფმოქმედ აზოტიან სასუქად, ამიტომ სიმინდის განოყიერებაში გამოიყენება  მაშიმ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება მცენარეს აზოტი. მის შეტანა ხდება წილადობრივად.

კ ა რ ბ ა მ ი დ ი  ანუ შარდოვანა შეიცავს 46% აზოტს , მასში აზოტი ამიდურ ფორმაშია, იგი ითვლება ნელმოქმედ აზოტიან სასუქად . აღნიშნული სასუქი შეიცავს ნითიერება ბიურეტს,სასუქს ვიყენებთ მაშინ როდესაც მასში ბიურეტის შემცველობა 1%-მდეა.

ასევე შესაძლებელია  ტუტე ნიადაგზე გამოყენებული იქნეს აზოტიან სასუქად  ა მ ო ნ ი უ მ ი ს  ს უ ლ ფ ა ტ ი  შეიცავს 21% აზოტს. მასში აზოტი ამონიაკურ ფორმაშია,   მასში შემავალი გოგირდი  დადებითად  მოქმედებს ტუტე ნიადაგების  არეს რეაქციის  შემცირებაზე.

აზოტიანი სასუქი შეიტანება ნაწილი დათესვის წინ ან დათესვისას , ხოლო დარჩენილი ნაწილი ორ გამოკვებაში პირველი და მეორე კულტივაციისას.

პ ი რ ვ ე ლ ი  გამოკვება– 2-3 ფოთლის ფაზაში, პირველი კულტივაციის დროს ,  აზოტიანი სასუქი შეიტანება  მწკრივის ორივე  მხარეს  მცენარიდან 10 სმ დაშორებით.

მ ე ო რ ე  გამოკვება  ტარდება მცენარის 6-10 ფოთლის ფაზაში , რომლის დროსაც  აზოტიანი სასუქი შეიტანება  მწკრივის შუაში.

სიმინდში აზოტიანი სასუქის ეფექტი აღინიშნება  მხოლოდ მაშინ, როდესაც ძირითად განოყიერებაში  შეტანილია  ფოსფორ-კალიუმი.

ფ ო ს ფ ო რ ი-მისი სიმცირე უარყოფიტად მოქმედებს  სიმინდის ზრდასა და ტაროს წარმოქმნაზე, აფერხებს განვითარების ფაზების გავლას, განსაკუთრებით კი ყვავილობასა დ მომწიფებას. მისი დეფიციტი ძლიერ აკნინებს  სიმინდს . ზრდის ჯუჯას. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ქვედა ფოთლების გაალისფერებას.

ფოსფორიან სასუქად გამოიყენება  სუპერფოსფატი და ორმაგი სუპერფოსფატი. მჟავე ნიადაგზე კი ფოსფორიტის ფქვილი.

კ ა ლ ი უ მ ი – ამ ელემენტით შიმშილი იწვევს უჯრედის კედლის დათხელებას, რაც ჭარბტენიან და ქარიან პირობებში  შეიძლება  სიმინდის ჩაწოლის მიზეზი გახდეს. მისი ნაკლებობის დროს ფერხდება  სიმინდის განვითარება და მომწიფება , იზრდება ბჟირი  მარცვლების რაოდენობაა, ფოთოლზე ვითარდება „კიდეების სიდამწვრე“. შემოდგომაზე შემომწვარი კიდეები  იშლება, რის გამოც მას დაფლეთილი აგებულება აქვს.

სიმინდის გასანოყიერებლად მარტივი  კალიუმიანი სასუქებიდან  გამოიყენება  კალიუმის ქლორიდი იგი  შეიცავს 60% კალიუმს და 40% ქლორს, ამიტომ ამ სასუქის შეტანა უნდა მოხდეს შემოდგომაზე, რათა ქლორმა მოასწროს ჩარეცხვა.  ასევე  საუკეთესო კალიუმიანი სასუქია  კალიუმის სულფატი  შეიცავს 50% კალიუმს.

სიმინდის მაღალი მოსავლის მიღება დამოკიდებულია ნიადაგში საკვები ელემენტების რაოდენობაზე, ნიადაგის ტიპზე მის ნაყოფიერებაზე, კლიმატურ პირობებზე და იმაზე სიმინდის რომელი ჰიბრიდი ითესება. ამიტომ აუცილებელია   ჩატარდეს ნიადაგის აგროქიმიური  კვლევა , განისაზღვროს ნიადაგში  შემდეგი მაჩვენებლები–ჰუმუსი, აზოტის, ფოსფორის და კალიუმუს  შესათვისებელი ფორმები, ნიადაგის არეს რეაქცია,  ( ნიადაგის ტიპის მოხედვით გაცვლითი მჟავიანობა , ან კარბონატობა , ხსნადი მარილების კონცენრტაცია), ასევე ნიადაგის  მექანიკური შემადგენლობა , ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა ტარდება 4- წელიწადში ერთელ.

როგორც ავღნიშნე საუკეთესო შედეგისათვის აუცილებელია საკვლევ ნიადაგში დადგინდეს ძირითადი საკვები ელემენტების დონე. ამ მონაცემების გარეშე საკვების  ზუსტი დოზირება  ძნელია.

12-15 ტონა /ჰა სიმინდის მოსაავლის მისაღებად საშუალოდ  საჭიროა :

N—-200კგ/ჰა

P2O5 – 90 კგ/ჰა

K2O— 120კგ/ჰა

თუ ძირითად განოყიერებაში თესვამდე ან თესვის დროს  შეიტანთ რთულ სასუქს 8-20-25 ( შეიცავს 8% აზოტს,20% ფოსფორს და 25% კალიუმს), მისი გამოსაყენებელი დოზა იქნება ჰექტარზე   ფიზიკური წონით 450კგ .  ამით ნიადაგში შეგვაქვს :

აზოტი-36კგ

ფოსფორი-90 კგ 

კალიუმი-112,5კგ.

ამით სრულად ვფარავთ ფოსფორის მოთხოვნას, თითქმის ვფარავთ კალიუმს. საჭიროა დავაზუსტოთ  ნიადაგში შესათვისებელი კალიუმის რაოდენობა  და გავიგებთ  საჭირო არის  თუ არა კალიუმის დამატრება.  აზოტი მხოლოდ 36 კილოა შეტანილი, გვჭირდება დამატება  164 კგ/ჰა, რაც ნიშნავს ფიზიკურ წონაში 482კგ ამონიუმის გვარჯილის შეტანას  ნიადაგში.რომელიც შეიტანება ორ გამოკვებაში  პირველი და მეორე კულტივაციის წინ.

 

ს ი მ ი ნ დ ი ს  მ ო ყ ვ ა ნ ი ს  რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი

 

  1. – ძირითადი  ხვნა (მზრალად ხვნა) 27-30 სმ სიღრმეზე – ოქტომბრის ბოლო-ნოემბერში. იმ შემთხვევაში თუ მზრალად ხვნა შემოდგომაზე არ არის მიზანშეწონილი ( ფერდობი , ჭარბტენიანი ადგილი) ხვნა უნდა ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, მაგრამ არა უგვიანეს 20-25 დღისა სიმინდის დათესვამდე, რომ ხნულმა მოასწროს დაჯდომა  და შესაძლებელი გახდეს თესვის წინ მისი დამუშავება.
  2. –  ადრე გაზაფხულზე,  ნიადაგის შეშრობისთანავე – მზრალის დაფარცხვა კბილებიანი ფარცხით. ან დისკოიანი ფარცხით, თუ ნაბალახარია ან ნასიმინდარი.
  3.  –  თესვამდე  ერთი ან ორი კულტივაცია, თუ დასარევლიანება ძლიერი იყო, ერთდროული ფარცხით: შესაბამისად 8-10 სმ და 5-6 სმ სიღრმეზე.

5.-   თესვა,  როცა ნიადაგი გათბება 10-120-მდე. ჰიბრიდის შემთხვევაში  ითესება დაახლოებით 78 000მცენარე (17 სმ-75 სმ) .ხოლო ქართული სიმინდის შემთხვევაში 45000მცენარე (30სმ-75სმ).  თესვის  შემდეგ სასურველია ნათესის მსუბუქად მოტკეპნა( რაც ხელს შეუწყობს სწრაფ და ერთდროულ აღმოცენებას).

6  იმ შემთხვევაშუ თუ ჰიბრიდული სიმინდი ითესება .ნიადაგში თესვის წინა   ან თესვის დროს   უნდა შევიტანოთ ფიზიკური წონით- 450კგ .  რთული სასუქი ( 8-20-25) ერთ ჰექტარზე( სუფთა ნივთიერება 36-90-112,5)

 

7.-  ნიადაგის მწკრივთაშორისების დამუშავება  მცენარის 3-4 ფოთლის ფაზაში კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე. მას უნდა დავუკავშიროთ  გამოკვება  აზოტიანი სასუქით . აზოტიან სასუქად  ვიყენებთ ამონიუმის გვარჯილას  , მისი შესატანი დოზაა ფიზიკური  წონით 193 კგ/ჰა.

8. –  12-15 დღის შემდეგ – მეორე კულტივაცია, იმავე სიღრმეზე. აქ კულტივაციის წინ შეიტანება  აზოტიანი სასუქი ამონიუმის გვარჯილა ან კარბამიდი( შარდოვანა). ფიზკური წონით მათი გამოსაყენებელი დოზაა  289 კგ  /ჰა ამონიუმის გვარჯილა ან 214 კგ/ ჰა კარბამიდი.

9. სიმინდის რწყვა – უნდა ჩატარდეს მცენარის მდგომარეობის  და ამინდის პირობების მიხედვით.ერთი მორწყვა კი აუცილებლად უნდა ჩატარდეს 10 დღით ადრე ქოჩოჩის გამოტანამდე. ბოლო მორწყვა უნდა ჩატარდეს ისე (15-20 აგვისტო ),რომ არ გამოიწვიოს სიმინდის ვეგეტაციის გახანგრძლივება.

       9. 2-6 ფოთლის ფაზაში:  ერთწლიანი და მრავალწლიანი      მარცვლოვანი და ფართეფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდი.

      10. 8-10 ფოთლის ფაზაში  მავნებლების კომპლექსის ( მდელოს და ღეროს ფარვანა,ხვატარი, ბუგრები) წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ინსექტიციდი.

  1. შენიშვნა:     სიმინდის  მაღალი მოსავლის  მიღების დროს ფოთლიდან კვებაში  აუცილებელია მიკროელემენტების  განსაკუთრებით თუთიის , ასევე ბორის , რკინის, მილიბდენის და მანგანუმის გამოყენება.  ისინი გამოიყენებიან მიკროსტრესული მდგომარეობის დროს;  მიკროგვალვის,   როცა საკვების მიწოდება შეზღუდულია; მიკრო- ელემენტების შიმშილის დროს; მავნებელ-დაავადებათა დაზიანების მავნეობის შესამცირებლად; ჰერბიციდული სტრესების მოსახსნელად.

© copyright

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *