ნატრიუმის ციანიდი
სამთო ქიმია
CAS ნომერი: 143-33-9
ქიმიური ფორმულა: NaCN
შეფუთვა: 50 კგ-იანი და 85 კგ-იანი ლითონის დოლებში, ასევე 1000 კგ-იანი პოლიპროპილენის ბიგ-ბეგებში, რომლებიც მოთავსებულია ხის დახურულ კონტეინერებში
გამოყენების სფერო:
ნატრიუმის ციანიდს ფართო გამოყენება აქვს წარმოების სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძვირფასი ლითონების: ოქროს, ვერცხლის, პლატინის ჰიდრომეტალურგიული მეთოდით მოპოვებისათვის. ნატრიუმის ციანიდი ასევე გამოიყენება გალვანოპლასტიკაში, - ლითონთა ნაკეთობების მოოქროვების, მონიკელების, მოქრომვის, მოთუთიავების დროს ციანიდური აბაზანების მომზადებისათვის.
ს.ს. „რუსთავის აზოტში“ წარმოებულ ნატრიუმის ციანიდში ძირითადი ნივთიერების შემცველობა მინიმუმ 98 % -ია. იგი ბრიკეტირებულია და არ შეიცავს ნატრიუმის ციანიდის წვრილ ფრაქციას, რის გამოც გამოყენებისას არ წარმოქმნის მტვერს. ბრიკეტირებული პროდუქტი ასევე არ იგოზება, რაც დამახასიათებელია კრისტალური და ქერცლოვანი ტიპის პროდუქტებისათვის
ტრანსპორტირება: ტრანსპორტირება ხორციელდება სარკინიგზო ვაგონებით, დალუქული კონტეინერებითა და სატვირთო ავტომობილებით.
შენახვის ვადა: პროდუქციის შენახვის საგარანტიო ვადაა 1 (ერთი) წელი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის დღიდან. პროდუქციის შენახვის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია იგი გამოიცადოს ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, სტანდართან შესაბამისობის შემთხვევაში პროდუქცია გამოიყენება ჩვეულებრივი წესით.