მზესუმზირის განოყიერების სისტემა

საქართველოში მზესუმზირა ძირითადად მოჰყავთა გარე კახეთის ზეგანზე – დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში ე.ი. ქარისმიერი ეროზიის ზონებში, ამიტომ აღნიშნულ პირობებში სასურველია ნიადაგის ხნულის ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით ხვნა. მზესუმზირა სიცივე და გვალვა გამძლე მცენარეა. მას აქვს მთავარღერძა ფესვთა სისტემა, ამიტომ იგი ნიადაგის ღრმა ფენებიდან იყენებს წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს. საქართველოში მზესუმზირის ნათესი ფართობი 22 […]
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების საქმიანობის ანგარიში

გთავაზობთ ფონდ “თანადგომის” 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის საქმიანობის ანგარიშს. “ნოემბრის თვეში ფონდში საკმაოდ ბევრი განცხადება შემოვიდა. სულ შემოსული იყო და საბჭომ განიხილა 21 განცხადება. აქედან 20 განცხადება შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდა, ხოლო ერთს უარი ეთქვა. მოთხოვნილი თანხის რაოდენობა შეადგენდა 25500 ლარს, ხოლო ფონდში იმ ეტაპისთვის მხოლოდ 11 508 ლარი იყო, რომელიც საბჭომ შემდგენაირად გადაანაწილა: მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაკმაყოფილდა მოწყობილობათა […]
პომიდორის განოყიერების სისტემა

პომიდორი ძაღლყურძენასებრთა, ერთწლიანი, ორლებნიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა და დიდი გავრცელება ჰპოვა მე-18 საუკუნეში. საქართველოში იგი გავრცელებულია, როგორც დაბლობ ისე მთიან ზონებში. იგი მრავალმხრივი მოხმარების კულტურაა და გამოიყენება ნედლი და გადამუშავებული სახით. იგი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა ლიკოპენი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ. პომიდორი არის […]
„რუსთავის აზოტის“ კიდევ ერთი აღიარება

უკვე მესამედ სს "რუსთავის აზოტს", სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის სპეციალური სერთიფიკატი „საუკეთესო სტენდის დიზაინისათვის“ გადაეცა. 2017 წლის 20-22 ნოემბერს ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. 20 ნოემბერს გამოფენა ოფიციალურად გახსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ […]
ვაზის კულტურა და მისი განოყიერება

საქართველოში, ვენახი თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ 360-მდე ვაზის ადგილობრივი ჯიში წარმატებით ვითარდება და წარმოადგენს სოფლის მეურნეობის აღმავლობის ერთ-ერთ წამყვან დარგს. საქართველოში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, შესაბამისად რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების, გამოსაყენებლად მათი მიმართულების, მოვლა-მოყვანის სპეციფიურობის და რათქმაუნდა განოყიერების ზეგავლენით გააჩნიათ თითოეული ჯიშისათვის დამახასიათებელი გემური თვისებები, არომატი და იძლევიან მაღალი ხარისხის სუფრის, […]
აზოტიანი სასუქების როლი თავთავიან კულტურათა გასანოყიერებლად

მცენარეთა კვებისა და განოყიერების სისტემის შემუშავებისათვის, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა კულტურათა მოთხოვნილება საკვები ნივთიერებებისადმი, მათი ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ არის ერთგვაროვანი. მცენარის მიერ ნიადაგიდან ამოღებული საკვებ ნივთიერებათა რაოდენობა მრავალ პირობაზეა დამოკიდებული: კულტურის ჯიში, ნიადაგის თავისებურება, ჰავა, თესლბრუნვა და კულტურათა მორიგეობის ხასიათი, აგროტექნიკური ღონისძიებების დონე, რწყვის რეჟიმი, გამოყენებული სასუქების ნორმები, ფორმები, შეტანის ვადები, ტექნიკა […]
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” სექტემბერ-ოქტომბრის თვეების საქმიანობის ანგარიში

წარმოგიდგენთ ფონდ “თანადგომის” სექტემბერ-ოქტომბერის საქმიანობის ანგარიშს. გვესაუბრება საქველმოქმედო ფონდ “თანადგომას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ზვიადაური: სექტემბრის თვეში ფონდში შედარებით ნაკლები რაოდენობის განცხადება შემოვიდა. სულ შემოსული იყო და საბჭომ განიხილა 11 განცხადება. აქედან 2 განცხადება იყო ამიაკის წარმოებიდან, 2 მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროდან, ხოლო თითო-თითო კაპროლაქტამის, ჟანგბადის წარმოების, გვარჯილის, ელ.მომარაგების, სარემონტო-მექანიკური და ანტიკოროზიის საამქროებიდან, ერთიც ადმინისტრაციული სამსახურიდან. […]
პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – იყიდე ქართული

2017 წლის 10 ოქტომბერს, სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით, პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული” გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს ფორუმის საერთაშორისო პარტნიორები […]
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” ივნისი-ივლისი და აგვისტოს თვეების საქმიანობის ანგარიში

წარმოგიდგენთ ფონდ “თანადგომის” ბოლო 3 თვის საქმიანობის ანგარიშს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება საქველმოქმედო ფონდ “თანადგომას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ზვიადაური: “დავიწყებ ივნისის თვეში განხილული განცხადებებით: სულშემოვიდა და განხილული იქნა 18 განცხადება. განცხადებების უმეტესობა დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა 4 თანამშრომელს: ერთი განცხადება ეხებოდა სწავლის ანაზღაურებას, რასაც თანამშრომელთა ერთობლივი მოთხოვნით ფონდი აღარ დააფინანსებს. ასევე უარი ეთქვა თანამშრომელს, რომელმაც […]
შეიქმნა ფონდი „თანადგომა“

სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“. ფონდის შექმნის ძირითადი მიზანი არის თანამშრომელთა სოციალური პრობლემების მოგვარება. გარდა იმ თანხების, რასაც საწარმო აქამდე სტაბილურად გასცემდა დახმარების სახით ქორწინების, ბავშვის დაბადების, ოჯახის შექმნის ან ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე იყო უამრავი განცხადება მატერიალურ დახმარებაზე. ძირითადად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც „რუსთავის აზოტის“ […]