ამიაკიანი წყალი
საწარმო ქიმია
CAS ნომერი : 1336-21-6
ქიმიური ფორმულა : NH4OH
გამოყენების სფერო:
ამიაკიანი წყალი ძირითადად გამოიყენება აზოტოვანი მინერალური სასუქების, ასევე თხევადი და კომპლექსური სასუქების წარმოებისათვის. ამიაკიანი წყალი, როგორც აზოტოვანი სასუქი შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნას შეტანილი ნიადაგში მოხვნისას, ან კულტივა-ციისას. აგრონომების თვალსაზრისით იგი ერთერთი იაფი თხევადი სასუქია 20,5 % აზოტის შემცველობით. ყველაზე კარგი შედეგი მიიღწევა მისი საშემოდგომო შეტანით ნიადაგში, რადგანაც არ ჩაირეცხება ატმოსფერული ნალექებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სასოფლო - სამეურნეო კულტურისათვის, უპირატესად მჟავური ნიადაგებისათვის. ამიაკიანი წყალი გამოიყენება კალცინირებული სოდის მიღების ტექნოლოგიაში და აზოსაღებავების წარმოებაში. კვების მრეწველობაში დარეგისტრირებულია საკვები დანამატის სახით.
ტრანსპორტირება : ამიაკის წყალის ტრანსპორტირება ხორციელდება სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით ჰერმეტულ სატრანსპორტო საშუალებებში, ტვირთების გადაზიდვის წესების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ტრანსპორტის მოცემულ სახეობაზე.
შენახვის ვადა : დამზადებიდან 3 (სამი) თვე.