Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for March 2026

Home / Blog

2026 წლის მარტის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმრება 482 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, ასევე ლაბორატორიის მეორე ლაბორანტს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით გონართროზის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს დავეხმარეთ 470 ლარით თირკმლის უკმარისობის სამკურნალოდ, იგივე საამქროს მეორე მძღოლს გაეწია დახმარება 516 ლარის ოდენობით საზარდულის თიაქარის საოპერაციოდ, წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 209 ლარის ოდენობით კოლონოსკოპიის და გასტროსპოპიის დასაფინანსებლად, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს ბეიკერის კისტის და გონართროზის გამო გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა-შემკეთებელი საამქროს ოსტატს დავეხმარეთ 1300 ლარით გულის არტერიების რეკანალიზაციის გამო, იგივე საამქროს უბნის უფროსს პროსტატის ოპერაციის დასაფინანსებლად დავეხმარეთ 460 ლარით, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 1067 ლარის ოდენობით ხერხემლის რედრესაციის ჩასატარებლად, გვარჯილის საამქროდან იყო რამოდენიმე მომართვა, ერთ-ერთი ეხებოდა ქოლეცისტექტომიის ანაზღაურებას, რომელიც დაფინანსდა 500 ლარით.

რაც ეხება ოჯახის წევრების მომართვებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: 1200 ლარით დავეხმარეთ ასევე გვარჯილის საამქროს შემფუთველს შვილის თითის დაზიანების ოპერაციული მკურნალობისათვის, იგივე საამქროს მეაპარატეს 43 წლის მეუღლის დისკექტომიის ასანაზღაურებლად გაეწია დახმარება 730 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების მემანქანეს დედის თავის ტრავმული დაზიანების გამო გაეწია დახმარება 365 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა-შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს დედის მუხლის გონართროზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 420 ლარით, საწყობის თანამშრომელს გაეწია 633 ლარიანი დახმარება 4 წლის გოგონას ქუთუთოს წარმონაქმნის ოპერაციული მკურნალობისათვის.

March 10, 2026

Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for March 2026