Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for January 2026

Home / Blog

2026 წლის იანვრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 20 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ამიაკის წარმოების თანამშრომელს მკერდის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების შემდუღებელს დავეხმარეთ 674 ლარით თვალის ვიტრექტომიის დასაფინანსებლად, სიცივის საამქროს სსხ და ა-ს უბნის უფროსს გაუწიეთ დახმარება 380 ლარის ოდენობით კოლინჯის კიბოს სამკურნალოდ, ანტიკოროზიის თერმომეიზოლატორეს დავეხმარეთ 1362 ლარით კორონარული არტერიების რეკანალიზაცია-ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, სსხ და ა-ს ზეინკალს დავეხმარეთ 1220 ლარით რადიკულიტის სამკურნალო ფიზიოპროცედურების ჩასატარებლად, საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 266 ლარის ოდენობით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, წყალმომარაგების მეაპარატეს ქუსლის დეზის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 396 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 260 ლარით კატარაქტის ოპერაციული მკურნალობისათვის, აზოტმჟავის დამლაგებელს დავეხმარეთ 300 ლარით ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, საქვაბე-ორთქლის საამქროს შემდუღებელს გაეწია დახმარება 2100 ლარის ოდენობით კორონარული შუნტირების დასაფინანსებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს გაეწია დახმარება 521 ლარის ოდენობით სახსრის სინოვექტომიის ჩასატარებლად, იგივე სამსახურის ცვლის უფროსს ნიჟარების ოპერაციული მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 382 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს დავეხმარეთ 350 ლარით ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ასევე ციანმარილების წარმოების მეაპარატეს 10 წლის შვილის გულის მკურნალობის გამო გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით, სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელს 40 წლის ვაჟის კუჭის ოპერაციის გამო გაეწია დახმარება 626 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს მტვირთავს 11 წლის ვაჟის ტერფის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 379 ლარის ოდენობით, ასევე გვარჯილის საამქროს ცვლის უფროსს 59 წლის მეუღლის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის გამო გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს მწონავს დავეხმარეთ 2352 ლარით მეუღლის დისკექტომიის ასანაზღაურებლად. საქვაბის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 1005 ლარის ოდენობით 25 წლის ქალიშვილის ვილებრანდის დაავადების სამკურნალოდ, მოწყობილობათა-სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 1705 ლარის ოდენობით 14 წლის ქალიშვილის სქოლიოზის რთული ფორმის და ჰიპოპიტუიტარიზმის სამკურნალოდ.

January 12, 2026

Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for January 2026