ამონიუმის გვარჯილა

მთავარი / პროდუქტები / ამონიუმის გვარჯილა

ამონიუმის გვარჯილა

აგროქიმია

CAS ნომერი: 6484-52-2

ქიმიური ფორმულა: NH4NO3

შეფუთვა: 500 კგ ბიგ-ბეგებში და 50 კგ ტომრებში

გამოყენების სფერო:

აზოტოვანი ჯგუფის მინერალური სასუქებიდან ამონიუმის გვარჯილა უნივერსალური, მაღალკონცენტრირებული აზოტოვანი სასუქია. მასში ძირითადი მკვებავი ელემენტი აზოტია, რომლის შემცველობაც პროდუქტში მინიმუმ 34,4 % -ია, აქედან 17,2 % აზოტს იგი შეიცავს ნიტრატული და ასევე 17,2 % აზოტს ამიაკური ფორმით. ეფექტურობის მხრივ მას პირველი ადგილი უჭირავს აზოტოვან სასუქებს შორის, რადგანაც იგი გამოიყენება ყველანაირი ტიპის ნიადაგებისათვის და სასოფლო - სამეურნეო კულტურების უმეტესობისათვის, როგორც ძირითადი, ასევე თესვისწინა და დამატებითი კვების უზრუნველყოფის მიზნით. ამონიუმის გვარჯილის სწორი დოზირებით მოსავლის რაოდენობა იზრდება 35 – 38 % -ით, ხოლო ნიადაგში აზოტის დეფიციტი განაპირობებს მცენარის განვითარების შეჩერებას და დაბალ მოსავლიანობას.

ტრანსპორტირება: ტრანსპორტირება ხორციელდება სარკინიგზო ვაგონებით, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე.