11 ივნისის სხდომის ანგარიში
2018 წლის 11 ივნისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. ფონდში აკუმულირებული თანხა შეადგენდა 10404 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 16967 ლარი. 12 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 4 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:
2650 ლარით დავეხმარეთ ამიაკის წარმოების თანამშრომელს, რომელსაც ონკოლოგიურო პრობლემის გამო სჭირდება სხივური თერაპია. 1300 ლარით დავეხმარეთ მოწყობილობათა დიაგნოსტიკის განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც კომპლექსური პრობლემები აწუხებს და ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა, 800 ლარით დავეხმარეთ მსშს-ს თანამშრომელს მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო, აგრეთვე მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 400 ლარით ხელხემლის მალთაშუა თიაქარის გამო გაკეთებული ოპერაციის გასაკეთებლად, 1400 ლარით დახმარება გაუწიეთ სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ორივე თვალზე კატარაქტის გამო. გვარჯილის საამქროს 4 თანამშრომელს გაეწია ფინანსური დახმარება: 500 ლარი მივეცით ხერხემლის ღია დისკექტომიის გამო, 364 ლარით დავეხმარეთ ქალბატონს, რომელსაც აწუხებდა გინეკოლოგიური დაავადება, აგრეთვე 340 ლარიანი დახმარება გაუწიეთ სხვა ქალბატონს, რომელმაც ვარიკოზული დაავადების გამო დასჭირდა ოპერაციული ჩარევა, 200 ლარით დავეხმარეთ გვარჯილის საამქროს მეოთხე თანამშრომელს, რომელსაც აწუხებდა ჩაჭედილი თიაქარი. ამიაკის წარმოების ერთ თანამშრომელს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით ნაღვლის ბუშთის ამოკვეთის გამო, ელმომარაგების თანამშრომელს გაეწია დახმარება 650 ლარის ოდენობით ფიზიოპროცედურების გამო, რომელსაც არ ანაზღაურებს დაზღვევა. ცტკგ-ს თანამშრომელს, რომელსაც დაუდგინდა ჰეპატიტის ერთ-ერთი ფორმა და რომლის კვლევებსაც დაზღვევა არ აფინანსებს, გაეწია დახმარება 252 ლარის ოდენობით. 500 ლარით დავეხმარეთ ჟანგბადის წარმოების მეაპარატეს, რომლის მეუღლესაც დერმოიდული კისტის ამოკვეთის გამო დაზღვევამ უარი უთხრა თანადაფინანსებაზე. აზოტმჟავის თანამშრომელს მამის მწვავე ინფარქტის გამო დავეხმარეთ 500 ლარით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს, რომლის დედასაც დაუდგინდა მკერდის კიბო, გაუეწიეთ დახმარება 370 ლარის ოდენობით.
უარი ეთქვა ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს, რომელმაც შემოიტანა განცხადება მეუღლის უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებით.
10 ივლისის სხდომის ანგარიში
2018 წლის 10 ივლისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. ფონდში აკუმულირებული თანხა შეადგენდა 11000 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 20053 ლარი. 12 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 9 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:
მსშს-ს სამ თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთი განცხდება ეხებოდა ღია დისკექტომიის ოპერაციის ანაზღაურებას და დახმარება გავწიეთ 300 ლარის ოდენობით, მეორე ეხებოდა მუცლის თიაქარის ოპერაციას, რომლის თანადაფინანსებაში ფონდმა მიიღო მონაწილეობა 350 ლარის ოდენობით, მესამე განცხადება ეხებოდა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას და მოთხოვნილი თანხიდან ფონდი დაეხმარა თანამშრომელს 100 ლარით. გვარჯილის სააქმროდან იყო 2 განმცხადებელი: ერთი ეხებოდა საწარმოო ტრავმის შედეგად ფეხის მოტეხილობას და ამ შემთხვევაში თანამშრომელს დავეხმარეთ 100 ლარით, ხოლო მეორე ვარიკოზის გამო ოპერაციას, აქაც გავწიეთ დახმარება 100 ლარის ოდენობით. ქ/კაქტამიდან თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს სისხლის კიბოს ერ-ერთი სახეობა და წამალს დაზღვევა არ უფინანსებს, დავეხმარეთ 500 ლარით. ციანმარილების წარმოების თანამშრომელს მენჯ-ბარძაყის ტოტალური ენდოპროთეზირების გამო გაუწიეთ 800 ლარიანი დახმარება, ტარა-შესაფუთი საამქროს თანამშრომელ ქალბატონს ნაწლავური ოპერაციის გამო გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით, საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 70 ლარის ოდენობით ატერომების ამოკვეთის გამო, ამიკის წარმოების თანამშრომელს ფეხის ტრავმული დაზიანების გამო წამლებზე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად გაუწიეთ დახმარება 270 ლარის ოდენობით, ეკონომიკური განყოფილების თანამშრომელს ონკოლოგიური პრობლემის გამო გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით. აგრეთვე ამიაკის წარმოების თანამშრომელს ასაკიანი დედის ონკოლოგიური პრობლემის გამო გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს მეუღლის მძიმე მშობიარობისა და ბავშვის გართულებული მდგომარეობის სამკურნალოდ გაუწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სანლაბორატორიიდან შემოსული იყო 2 განცხადება, ორივე ეხებოდა ოჯახის წევრების გასაჭირს: ერთ თანამშრომელს დავეხმარეთ 250 ლარით დედის ონკოლოგიური პრობლემის გამო, მეორესაც იგივე ოდენობის თანხა მივეცით, ანუ 250 ლარი ვაჟის თვალის ოპერაციის გასაკეთებლად. საშვთა რეჟიმის თანამშრომელს გაეწია 740 ლარიანი დახმარება მეუღლის ავადმყოფობის გამო, ვინაიდან გასაკეთებელი ჰქონდა რთული გენეტიკური ანალიზი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ კეთდება. სსსს-ს თანამშრომელს შვილის ლიმფომის გამო გაეწია დახმარება 2800 ლარის ოდენობით. სსხ და ა-ს თანამშრომლის ქალიშვილის, რომელსაც აწუხებს გაფანტული სკლეროზი და აგრეთვე მთელი სპექტრი გინეკოლოგიური პრობლემებისა გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით. 70 ლარით დავეხმარეთ ორთქლმომარაგების თანამშრომელს კორონაროგრაფიის თანადაფინანსებაში.
უარი ეთქვა ეკონომიკის განყოფილების თანამშრომელს რძლისთვის გაკეთებული ოპერაციის თანადაფინანსებაზე და ელმომარაგების საამქროს თანამშრომელს, რომელმაც მეორედ შემოიტანა განცხადება დახმარებაზე იგივე სამედიცინო დოკუმენტაციით.