საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 12 ნოემბრის სხდომის ანგარიში

2018 წლის 12 ნოემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 10170 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 9737 ლარი.  6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 5 განცხადება ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ვინაიდან ეს შემთხვევა ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა ფონდში შემოსული თანხა საკმარისი იყო ყველა განცხადების დასაკმაყოფილებლად, ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: ყველა განმცხადებელი დაკმაყოფილდა 100%.

წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს, რომელსაც ინფარქტის შემდგომ დასჭირდა კორონაროგრაფია და სტენტირება, დავეხმარეთ 1039 ლარით, სიცივის საამქროს თანამშრომელს ეპიდერმული კისტის გამო, რომელსაც არ აფინანსებს დაზღვევა, დავეხმარეთ 840 ლარით. სარემონტო-მექანიკური საამროს თანამშრომელს, რომელსაც დასჭირდა ქოლეცისტექტომია, გადაურიცხეთ 316 ლარით. მსშს-ს  თანამშრომელს, რომელსაც დიაბეტური რეთინოპათიის გამო დასჭირდა ბადურის ფოტოკოაგულაცია ლაზერით მივეხმარეთ 1360 ლარით, ვინაიდან დაზღვევა დიაბეტის გამო არაფერს არ უფინანსებს. ცტკგ-ს თანამშრომელს, რომელსაც სახსრის კისტის ამოკვეთა დასჭრიდა, გაუწიეთ დახმარება 261 ლარის ოდენობით. სიცივის წარმოების თანამშრომელს თეძოს არტერიის თრობმოზის და  ემბოლიის გამო დასჭირდა ოპერაცია და მასაც დავეხმარეთ 276 ლარით.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ციანმარილების თანამშრომელს მეუღლის რთული ფორმის სიმსივნის გამო გაუწიეთ დახმარება 3000 ლარის ოდენობით, სსხ და ა-ს თანამშრომელს მეუღლის მიელოიდური ლეიკემიის გამო დავეხმარეთ 185 ლარის ოდენობით, მსშს-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 1042 ლარით დედის მკერდის კიბოს გამო, ელექტრომომარაგების საამქროს ორ თანამშრომელს დავეხმარეთ მიმდინარე თვეში – ერთს მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამო გაუწიეთ დახმარება 1062 ლარის ოდენობით, მეორეს – ვაჟის მოტეხილობის გამო 556 ლარით დავეხმარეთ.

 

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 10 დეკემბრის სხდომის ანგარიში

2018 წლის 10 დეკემბრისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 20 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 11000 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 20926 ლარი.  8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 12 განცხადება ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ჟანგბადის საამქროს თანამშრომელ ქალბატონს მკერდის სიმსივნის გამო გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით, ცტკგ-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით ტერფის პრობლემის გამო, აგრეთვე ცტკგ-ს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება  ფილტვების ანთების სამკურნალოდ გამოუყავით 235 ლარი, მიმდინარე თვეში მსშს-ს 4 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარებები:  180 ლარით დავეხმარეთ სპონდილოლისტეზის გამო ერთ თანამშრომელს, მეორეს დავეხმარეთ მყესის დაზიანების გამო 1000 ლარით, მესამეს გაუწიეთ 1000 ლარიანი დახმარება შვილის ოპერაციის გამო, რომელიც თვალებზე კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად დასჭირდა, ხოლო მეოთხეს – გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის კიბოს გამო. სარემონტო- მექანიკური საამქროს თანამშრომელს ხერხემლის დისკექტომიის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით, იდაყვის ბურსიტის გამო გაუწიეთ დახმარება 100 ლარის ოდენობით ელმომარაგების თანამშრომელს. კ/ლაქტამის წარმოებიდანაც 3 განცხადება იყო შემოსული მიმდინარე თვეში – ერთ  თანამშრომელს დავეხმარეთ 168 ლარით კატარაქტის ოპერაციის გასაკეთებლად, მეორეს 835 ლარით დედის სწორი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ. ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს ვაჟის სამკურნალოდ, რომელმაც მიიღო თავის ქალის ტრავმა და საქართველოში უარი ეთქვა მკურნალობაზე, გაუწიეთ ფონდის წესდების თანახმად მაქსიმალური დახმარება 3000 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ერთ თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 270 ლარის ოდენობით 4 თვის შვილიშვილის თხემის ტრავმის გამო. სანიტარული ლაბორატორიის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 200 ლარის ოდენობით მეუღლის ჭიპის თიაქარის ოპერაციის გამო. კანცელარიის თანამშრომელს გაეწია 1000 ლარიანი დახმარება შვილიშვილის ადენოიდექტომიის და ტონზილექტომიის გამო ლაზერული მეთოდით, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 2 ქალიშვილის რეტენცირებული კბილების ოპერაციული მკურნალობისთვის, სამეურნეო განყოფილების მუშას გასაკეთებელი ვენექტომიის გამო დავეხმარეთ 234 ლარით და ცქლ-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით დედის სიმსივნის სამკურნალოდ.

2 განცხადება დროებით შეჩერებულია და განიხილება შემდგომ თვეში ფონდში არასაკმარისი თანხის გამო.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *