საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 იანვრის სხდომის ანგარიში

2019 წლის 10 იანვრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 13 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 10170 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18513 ლარი. 

6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 7 განცხადება ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: ციანმარილების თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა ვენექტომია ვენური უკმარისობის გამო გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციანმარილების ზეინკალს გადატანილი ინფარქტის გამო დავეხმარეთ 1500 ლარით, გვარჯილის 3 თანამშრომელს გაეწია დახმარება იანვრის თვეში:, ერთს კატარაქტის გამო დავეხმარეთ 300 ლარით, მეორეს ქალიშვილის ფარისებრის კიბოს გამო დავეხმარეთ 2000 ლარით, ხოლო მესამესაც ვაჟის სისხლის კიბოს გამო გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების თანამშრომელს  მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით, ასევე ამიაკის თანამშრომელ ქალბატონს დავეხმარეთ 800 ლარით შვილის საშარდე სისტემის იშვიათი ანომალიის სარეაბილიტაციოდ, ტარა-შესაფუთი საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით მკერდის სიმსივნის გამო და იგივე საამქროს სხვა თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით მამის კატარაქტის სამკურნალოდ. ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 100 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ, ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელს  გაუწიეთ 420 ლარით დახმარება დედის შაქრიანი დიაბეტის და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომელს  დედის ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ გამოუყავით 1000 ლარი.

უარი ეთქვა ცინმარილების  თანამშრომელს დახმარების გაწევაზე შვილის სამკურნალოდ, რადგან ეს იყო მსუბუქი შემთხვევა იყო და არ საჭიროებდა სერიოზულ სამედიცინო მკურნალობას და ჩარევას.

 

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 11 თებერვლის სხდომის ანგარიში

2019 წლის 11 თებერვლისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9681 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 19257 ლარი.  

10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 11 განცხადება ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: სიცივის საამქროს თანამშრომელს, რომელსაც დასჭირდა კისტების ამოკვეთა თავის არიდან გაუწიეთ დახმარება 60 ლარის ოდენობით,  საქვაბის თანამშრომელს დავეხმარეთ 200 ლარით ხელის მოტეხილობის სამკურნალოდ, კაპმშენებლობის თანამშრომელს დავეხმარეთ 200 ლარით თიაქარის გართულებული მდგომარეობის სამკურნალოდ, ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელ ქალბატონს გაუწიეთ დახმარება ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის დავეხმარეთ 700 ლარით, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების თანამშრომელს დავეხმარეთ 150 ლარით გინეკოლოგიური ოპერაციის გასაკეთებლად, სსხ და ავტომატიკის თანამშრომელს, რომელსაც უარი ეთქვა კატარაქტის ოპერაციის ანაზღაურებაზე დიაბეტის გამო, გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ ვარიკოზის სამკურნალოდ 315 ლარით. გვარჯილის საამქროს 4 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება: ერთს  ტერფის ვალგუსური დეფორმაციის შემდგომ ლითონის ფირფიტის ოპერაციის გასაკეთებლად დავეხმარეთ 150 ლარით, მეორეს ტერფის 2 თითის მოტეხილობის გამო გაუწიეთ დახმარება  115 ლარის ოდენობით, მესამეს  ვაჟის თირკმლის სიმსივნის გამო დავეხმარეთ 600 ლარით, ხოლო მეოთხეს დედის საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 200 ლარით. ელექტრომომარაგების საამქროს 3 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება მიმდინარე თვეში: ერთს გადატანილი ინსულტის გამო ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა და მას დავეხმარეთ 225 ლარით, მეორეს მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ გამოუყავით 300 ლარით, ხოლო მესამეს ქალიშვილის ცერებრასტენიული სინდრომის სამკურნალოდ დავეხმარეთ 218  ლარით. ტომრების საამქროს 2 თანამშრომელს დავეხმარეთ: ერთს 150 ლარით მეუღლის კატარაქტის სამკურნალოდ, მეორეს კი 700 ლარით ურეთეროტომიის გასაკეთებლად. ამიაკის წარმოების აგრეთვე 2 თანამშრომელს დავეხმარეთ – ერთს ქალიშვილის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გართულებული მდგომარეობის სამკურნალოდ 1500 ლარით, ხოლო მეორეს 70 წლის მამის შუნტირების გასაკეთებლად. სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება  150 ლარის ოდენობით წვივის მოტეხილობის სამკურნალოდ, ხოლო ტექნიკური განყოფილების თანამშრომელს მეუღლის თავის სიმსივნის გამო ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად დავეხმარეთ 1500 ლარით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *