საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 11 მარტის სხდომის ანგარიში
2019 წლის 11 მარტისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9700 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18903 ლარი.
7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 12 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: ანტიკოროზიის თანამშრომელს გულის სტენტირების ოპერაციის გასაკეთებლად დავეხმარეთ 700 ლარით, ციანმარილების თანამშრომელს ჩიყვის ოპერაციის გასაკეთებლად დავეხმარეთ 600 ლარით, სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 600 ლარის ოდენობით ენის სიმსივნის სამკურნალოდ, საშვების კონტროლის განყოფილების თანამშრომელს დავეხმარეთ 600 ლარით მკერდის სიმსივნის გამო, ამიაკის თანამშრომელს მუცლის ფარის თიაქარის გამო გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს მეორე მომართვის შედეგად გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით ფეხზე ფლეგმონის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს მარავლობითი მოტეხილობების და დაზიანებების გამო დავეხმარეთ 1400 ლარით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ამიაკის თანამშრომელს მისი ფსიქიკურად დაავადებული ვაჟის ფილტვების ანთების სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს ქალიშვილის მასტოპათიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 300 ლარით, უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელს შვილის ბაქტერიული ტონზილიტისა და პნევმონიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 600 ლარით, წყალმომარაგების მემანქანეს დავეხმარეთ 600 ლარით მამის მწვავე ინსულტის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს დავეხმარეთ 400 ლარით დედის ინფარქტის სამკურნალოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით შვილის თავის ტვინის კავერნოზული ანგიომის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს მცირეწლოვანი შვილის თანდაყოლილი მენჯის სახსრის პათოლოგიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით.
არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო შემდეგ თვეშ განსახილველად გადაიდო 2 განცხადება, ხოლო 3 განმცხადებელ უარი ეთქვა დახმარებაზე – ერთს მესამე მომართვა ჰქონდა დედის მკერდის სიმსივნის გამო, მეორეს- შვილის ცხვირის ძგიდის გამრუდების გამო, მესამეს – ასევე ცხვირის ძგიდის გამრუდების და პოლიპების გამო.
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 აპრილის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 აპრილისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9700 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 16929 ლარი.
11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 10 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: სსსს-ს თანამშრომელს ვარიკოზის გამო გაკეთებული ოპერაციის ასანაზღაურებლად გაუწიეთ დახმარება 150 ლარის ოდენობით, ტომრების საამქროს თანამშრომელს, რომელსაც დადგენილი დიაბეტის გამო სადაზღვევო კომპანია არაფერს არ უნაზღაურებს, იმის მიუხედავად, რომ როგორც ამ პათოლოგიის გართულება მას თითქმის 100% დააკლდა მხედველობა, გაუწიეთ დახმარება 600 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 600 ლარით, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს, რომელმაც ავარიის შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები, გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით, რკინიგზის თანამშრომელს დავეხმარეთ 500 B ჰეპატიტის სამკურნალოდ, საქვაბის თანამშრომელს, რომელმაც უკვე მეორედ მომართა ფონდს, გაუწიეთ დახმარება 100 ლარით რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ, აზოტმჟავის თანამშრომელს, რომელმაც ასევე მეორედ მომართა ფონდს დახმარების თხოვნით, გაუწიეთ დახმარება 800 ლარის ოდენობით მრავლობითი დაზიანებების გამო, რომელიც მიიღო ღია ჭაში ჩავარდნის შედეგად, ციანმარილების წარმოების 5 თანამშრომელმა მომართა ფონდს აპრილის თვეში, ერთ-ერთს გაეწია დახმარება მუცლის ფარის თიაქარის სამკურნალოდ 50 ლარის ოდენობით, მეორეს ანდროლოგიური პრობლემის გადასაწყვეტად 170 ლარით დავეხმარეთ, კ/ლაქტამის წარმოების 2 თანამშრომელმა მომართა ფონდს დასახმარებლად მიმდინარე თვეში, ორივესთვის ეს იყო მესამე მომართვა, ერთს გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით მიელომის გამო, ხოლო მეორეს ჯერ-ჯერობით უარი ეთქვა დახმარებაზე, რადგან ფონდის არსებული წესდების თანახმად, პერიოდი მეორე და მესამე მომართვებს შორის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. დახმარება გაეწია ცტკგ-ს თანამშრომელს, რომელმაც აგრეთვე განმეორებით მომართა ფონდს გართულებული ფილტვების ანთების სამკურნალოდ და დავეხმარეთ 100 ლარით. რაც შეეხება ოჯახის წევრების ავადმყოფობას, ფონდმა გასწია შემდეგი სახის შემწეობა თანამშრომლებისათვის: ციანმარილების წარმოების ერთ-ერთ თანამშრომელს შვილის ხერხემლის დისკექტომიის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 350 ლარის ოდენობით, მეორეს დედის ლოყაზე გაჩენილი ავთვისებიანი სიმსივნის გამო დავეხმარეთ 200 ლარით და მესამე თანამშრომელს, რომელმაც მეორედ მომართა ფონდს, გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით ქალიშვილის საშვილოსნოს ლეიომიომის სამკურნალოდ. ელშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს, რომლის დედას აწუხებს ლეიკოზი, გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით, საწარმოო განყოფილების დისპეტჩერს მეუღლის კოქსართროზის გამო დავეხმარეთ 700 ლარით, ცტკგ-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 400 ლარით მენჯის კიბოს სამკურნალოდ, ასევე ცტკგ-ს ლაბორანტს გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით დედის პირის ღრუს სიმსივნის გამო, უსაფრთხოების სამსახურის თანაშმრომელს დედის კატარაქტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 300 ლარით და საშვთა ბიუროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით მამის ინფარქტის შემდგომი ოპერაციის ასანაზღაურებლად.