საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 იანვრის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 იანვრის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 10 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 20889 ლარს წინა თვეებში დაზოგილი თანხის ხარჯზე. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 11998 ლარი. 4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 6 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
სამეურნეო საამქროს მებაღე დაფინანსდა 261 ლარით გენერალიზირებული ოსტეოართროზის სამკურნალოდ, ციანმარილების მეაპარატეს გაუწიეთ დახმარება 322 ლარის ოდენობით სახსრების სინოვიტის და გონართროზის გამო ძვირადღირებული ინექციის საყიდლად, ელმომარაგების ელმონტიორს დავეხმარეთ 180 ლარით დაუდგენელი გენეზის ანემიის სამკურნალოდ, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაუწიეთ დახმარება 425 ლარის ოდენობით მხრის სახსრის პოსტტრავმატული ართროზის და სინოვიტის სამკურნალოდ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მათი დაფინანსება მოხდა შემდეგნაირად:
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაუწიეთ დახმარება 1810 ლარის ოდენობით მეუღლის თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ, იგივე საამქროს ზეინკალს მეუღლის მენჯბარძაყის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად გამოუყავით 1000 ლარი, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების ქიმიკოსს დედის ღვიძლის სიმსივნის გამო დავეხმარეთ 2255 ლარით, ამიაკის წარმოების ცვლის უფროსს 17 წლის ვაჟის თავის ტვინის იშემიური ინსულტის გამო დავეხმარეთ 500 ლარით, ელექტრომომარაგების ელზეინკალს 2 წლის ვაჟის ორმხრივი კრიპტორქიზმის გამო დავეხმარეთ 522 ლარის ოდენობით, სარემონტო-სამეურნეო-სამშენებლო საამქროს მუშას მამის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით.