საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 თებერვლის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 თებერვლისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 22000 ლარს წინა თვეებში დაზოგილი თანხის ხარჯზე. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18540 ლარი. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 8 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
კაპმშენებლობის თანამშრომელს საზარდული თიაქარის ოპერაციის გასაკეთებლად დავეხმარეთ 150 ლარით, საპროექტო განყოფილების ინჟინერს მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 271 ლარით, კ/ლაქტამის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით კატარაქტის ოპერაციის გასაკეთებლად, საბაჟო განყოფილების თანამშრომელს გულის სტენტირების გასაკეთებლად დავეხმარეთ 750 ლარით, ჟანგბადის წარმოების ზეინკალს თითების ტრავმული მოტეხილობების სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 500 ლარით, იგივე საამქროს თანამშრომელს განმეორებით დავეხმარეთ 150 ლარით იდაყვის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ, საწარმოო განყოფილების სპეციალისტს დავეხმარეთ 1500 ლარით ანემიის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზაციის ასანაზღაურებლად, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორანტს გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით ლიმფოდიენოპათიის სამკურნალოდ. რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდმა გასწია შემდეგი სახის დახმარება:
მესამედ დავეხმარეთ მსშს-ს ელშემდუღებელს მეუღლის მკერდის კიბოს გამო 800 ლარის ოდენობით, ვინაიდან მას ამოეწურა სადაზღვევო ლიმიტი, იგივე საამქროს უბნის უფროსს მეუღლის ხერხემლის დისკის თიაქარის გამო დავეხმარეთ 400 ლარის ოდენობით, რათა ოპერაცია გაეკეთებინა, ცტკგ-ს ლაბორანტს დავეხმარეთ 500 ლარის ოდენობით დედის მასტექტომიის ჩასატარებლად, სახანძრო სამსახურის მეხანძრეს მეუღლის ორსულობის ფონზე შექმნილი გართულებების საკვლევად გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, ელექტროშემკეთებელი საამქროს ელექტროზეინკალს 25 წლის ვაჟის ქოლეცისტექტომიის გამო გაუწიეთ დახმარება 200 ლარის ოდენობით, კ/ლაქტამის ინჟინერ-ოპერატოს მეუღლის ფეხის ტერფის განგრენის სამკურნალოდ დავეხმარეთ მაქსიმალური თანხით, რადგან სადაზღვევო კომპანიამ გაუგებრობის შედეგად უარი თქვა ამ შემთხვევის ანაზღაურებაზე და გაუწიეთ დახმარება 3000 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს საწყობის თანამშრომელს განმეორებით დავეხმარეთ 510 ლარით ქალიშვილის ასტიგმატიზმის გამოსასწორებლად, გვარჯილის საამქროს შემფუთველს გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით მეუღლის კუჭის კიბოს სამკურნალოდ.
ფონდის დახმარების მიუხედავად, სს „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა სიას გამოაკლდნენ საპროექტო განყოფილების ინჟინერი ბ-ნი როლანდ უბირია და ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელი ბ-ნი იური ბასმანოვი, მათ არაერთი ათეული წელი იმუშავეს აზოტის ქარხანაში, ფონდი და საწარმოს ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს მათი ოჯახის წევრებს.