საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის”  2020 წლის 10 მარტის სხდომის ანგარიში

2020 წლის 10 მარტისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 19369 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18019 ლარი.  6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს,  9 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ცტკგ-ს ლაბორანტს დავეხმარეთ 1000 ლარით მკერდის ადენოკარცინომის სამკურნალოდ, იგივე განყოფილების მეორე ლაბორანტს გაუწიეთ დახმარება 195 ლარის ოდენობით ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ, ტომრების საამქროს ელ.ოსტატს გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, რომელმაც პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა მხედველობა დიაბეტური კატარაქტის ფონზე, უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელს პერიტონზილური აბსცესის სამკურნალოდ დავეხმარეთ 200 ლარით, ელექტრომომარაგების ელმონტიორს მესამედ დავეხმარეთ 403 ლარით ინსულტის შედეგების სამკურნალოდ, ციანმარილების მზა პროდუქციის შემფუთველს გაუწიეთ დახმარება 1500 ლარით ვერტებროსტენოზის და დისკების თიაქარის სამკურნალოდ. რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრების დახმარებას, იგი გამოიყურება შემდეგი სახით:

გვარჯილის საამქროს ინჟინერ-ოპერატორს ქალიშვილის მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამო გაუწიეთ დახმარება 621 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს შემფუთველს მეუღლის კოქსართროზის, ხოლო შემდგომ ენდოპროთეზირების სამკურნალოდ დავეხმარეთ 800 ლარით, იგივე საამქროს ინჟინერ-ოპერატორს მეუღლის გულის შუნტირების გასაკეთებლად გამოუყავით 1000 ლარი, კანცელარიის თანამშრომელს გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით დედის მხრის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების ელმონტიორს 3 წლის ვაჟს ჰიდროცელეს სამკურნალოდ დავეხმარეთ 183 ლარით, კ/ლაქტამის ცვლის უფროსს მეუღლის საშვილოსნოს მიომატოზის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, სსხ და ა-ს თანამშრომელს 200 ლარით დავეხმარეთ განმეორებით დედის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით მეუღლის კუჭის კიბოს სამკურნალოდ, აზოტმჟავის საამქროს ინჟინერ-ოპერატორს დედის ვარიკოზული დაავადების გამო ოპერაციის ჩასატარებლად დავეხმარეთ 500 ლარით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *