საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 აპრილის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 აპრილისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 13 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17988 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 15948 ლარი. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 5 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ეკონომიკის განყოფილების ეკონომისტს საშვილოსნოს და მკერდის კიბოს გამო გაუწიეთ დახმარება 442 ლარის ოდენობით, საშვთა რეჟიმის განყოფილების თანამშრომელს განმეორებით დავეხმარეთ 600 ლარით ჰეპატიტის სამკურნალოდ, რომელსაც არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და არც სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებენ, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს გავა-კუდუსუნის კარცინომის გამო გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, აზოტმჟავის საამქროს ელშემდუღებელს დავეხმარეთ 1700 ლარით საყლაპავის კიბოს სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გულის შუნტირების გამო გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით, კ/ლაქტამის ცვლის უფროსს დავეხმარეთ 300 ლარით კატარაქტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს მეორედ დავეხმარეთ 200 ლარით, რათა გულის შუნტირება გაეკეთებინა, იგივე საამქროს მტვირთავს კი გაუწიეთ დახმარება მუხლის მენისკის სამკურნალოდ 1200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრებს, ფონდის რესურსი მათი მისამართით გადანაწილდა შემდეგნაირად:
გვარჯილის საამქროს მეორე მტვირთავს მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1300 ლარით, კ/ლაქტამის ზეინკალ-შემკეთებელს მეუღლის საშვილოსნოს ლეიომიომის სამკურნალოდ გამოუყავით 350 ლარი, წყალმომარაგების საამქროს ელმონტიორს მეუღლის მიომატოზის ოპერაციისათვის გამოუყავით 650 ლარი, სიცივის საამქროს ელმონტიორს დავეხმარეთ 300 ლარით მეუღლის კომპლექსური პრობლემების სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების ცვლის უფროსს დავეხმარეთ 200 ლარით მეუღლის ქოლეცისტექტომიის გასაკეთებლად,