2021 წლის 10 იანვრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 7 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 11060 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 4281 ლარი. 5 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 2 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ელექტრომომარაგების საამქროს 2 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება: მეკაბელეს ტრავმული დაზიანების გამო გაუწიეთ დახმარება 600 ლარის ოდენობით და მეორე თანამშრომელს დავეხმარეთ 170 ლარის ოდენობით კოვიდის გამო; ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების 2 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება: ერთს მკერდის კიბოს გამო ოპერაციის გასაკეთებლად დავეხმარეთ 1500 ლარით, ხოლო მეორე ქალბატონს ზედა ყბის კისტის საოპერაციოდ დავეხმარეთ 425 ლარით, გვარჯილის ელშემდუღებელს გაუწიეთ დახმარება 100 ლარის ოდენობით გულის სტენტირების გასაკეთებლად.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ასეთი იყო 2 განცხადება: ელექტროსარემონტო საამქროს ელზეინკალს დავეხმარეთ 180 ლარით მეუღლის პოსტოპერაციულად ლითონის ფირფიტის ამოსაღებად და კ/ლაქტამის ენერგეტიკოსს გაუწიეთ დახმარება 900 ლარის ოდენობით მამის ჰეპატურიის ოპერაციული მკურნალობისთვის.