2021 წლის 10 თებერვლის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 16685 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 13557 ლარი.  2 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 ოჯახის წევრებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ცტკგ-ს ლაბორანტს დავეხმარეთ 300 ლარით ორმხრივი პნევმონიის სამკურნალოდ, სამეურნეო განყოფილების დამლაგებელს სისხლის კიბოს, მიელომის გამო გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით,

რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, გავწიეთ შემდეგი შემწეობები: ამიაკის წარმოების მემანქანეს ვაჟის ჰემოროიდექტომიის გასაკეთებლად დავეხმარეთ 1300 ლარით, საქვაბის ზეინკალს მეუღლის ვიტრექტომიის გასაკეთებლად დავეხმარეთ 1600 ლარით, ტომრების მეაპარატის ვაჟის თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო დავეხმარეთ 2000 ლარით, კაპმშენებლობის დამლაგებელს ვაჟის გულის ინფარქტის გამო ანგიოპლასტიკის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების მეაპარატეს მეუღლის ინფარქტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 400 ლარით, გვარჯილის საამქროს მტვირთავს მეუღლის სილოლითიაზის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების ელმონტიორს დავეხმარეთ 1700 ლარის ოდენობით დედის ვენექტომიისა და ფეხის ტერფის თითების ამპუტაციის დასაფინანსებლად.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *