2021 წლის 10 მაისს სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17053 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7832 ლარი. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 3 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ციანმარილების მეაპარატეს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით პარციული ეპილეფსიის სამკურნალოდ, სსსს-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 350 ლარის ოდენობით ვენექტომიის დასაფინანსებლად, ამიაკის წარმოების ზეინკალს გაეწია დახმარება 92 ლარის ოდენობით გადაჭრილი არტერიის ოპერაციის თანადაფინანსებისთვის, საქვაბის საამქროს ზეინკალს მესამედ გაეწია დახმარება ქოლეცისტექტომიის დასაფინანსებლად 336 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება თითის აბსცესის სამკურნალოდ 90 ლარის ოდენობით, ცტკგ-ს ლაბორანტს მეორედ დავეხმარეთ 1500 ლარით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ქოლეცისტექტომიის გამო დავეხმარეთ 325 ლარით, წყალმომარაგების ზეინკალს გაუწიეთ დახმარება 829 ლარის ოდენობით ნერვების ფესვების დეკომპრესიის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, რესურსი ასე გადანაწილდა: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს მამის სტენტირების გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ელმომარაგების თანამშრომელს ქალიშვილის თვალის ექსტრაოკულარული კუნთების რეცესია/რეზექციის გამო გაეწია დახმარება 905 ლარის ოდენობით, ორთქლმომარაგების საამქროს მორიგე ზეინკალს გაეწია დახმარება 255 ლარის ოდენობით ქალიშვილის ნაღვლის ბუშტის პოლიპის ოპერაციული მკურნალობისთვის.