2021 წლის 12 ივლისს  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 10 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 15902 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 13114 ლარი.  3 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 ოჯახის წევრებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს კოვიდის მკურნალობის ასანაზღაურებლად გაეწია დახმარება 100 ლარის ოდენობით, სიცივის საამქროს მეაპარატეს პროსტატექტომიის გამო გაეწია დახმარება 356 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს ამიოტროფული სკლეროზის გამო გაეწია დახმარება  402 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ოჯახის წევრების გამო მომართვიანობას, ის გამოიყურება შემდეგნაირად: ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორანტს დედის ფილტვების ანთების სამკურნალოდ დავეხმარეთ  330 ლარით, აზოტმჟავის ინჟინერ-ოპერატორს ვაჟის ჰიდრონეფროზის და პიელოურეთროპლასტიკის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება  1500 ლარის ოდენობით, საშვების კონტროლიორს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო დავეხმარეთ 1000 ლარით, გვარჯილის ცვლის უფროსს დედის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს ვაჟის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით.

მსშს-ს ელექტრიკოსს გამოეყო 3000 ლარი შვილის იდიოპათიური რთული სკოლიოზის ოპერაციული მკურნალობისთვის, თუმცა თანხა დაერიცხება მხოლოდ ყველა საჭირო საბუთის სრულყოფილად  წარდგენის შემდგომ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *