2021 წლის 10 აგვისტოსათვის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 19714 ლარს ერთ-ერთი თანამშრომლის შვილისთვის ივლისში შეთანხმებული 3000 ლარის ჩათვლით. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 21463 ლარი.  4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 8 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

გვარჯილის საამქროს საწყობის მტვირთავს გულის აორტული სარქვლის პროთეზირებისთვის გაუწიეთ დახმარება 3000 ლარის ოდენობით,  ასევე გვარჯილის საამქროს მეორე მტვირთავს მხრის ტრავმის გამო გაწეული მკურნალობის ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 1567 ლარით, კაპროლაქტამის წარმოების მეაპარატეს თავის ტვინში აღმოჩენილი ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად გაუწიეთ დახმარება 2750 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების მორიგე ელმონტიორს მუხლის ართროსკოპიული ოპერაციისთვის დავეხმარეთ 2490 ლარით.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ფონდის დახმარება გადანაწილდა შემდეგნაირად: ციანმარილების ორ ცვლის უფროსს დავეხმარეთ; ერთს ქალიშვილის მწვავე სინუსიტის სამკურნალოდ, რომელიც აბსცესით იყო გართულებული, გამოეყო დახმარება 1728 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეს, ასევე ქალიშვილის ჩონჩხოვანი ასიმეტრიის და აპნოეს სამკურნალოდ დავეხმარეთ 2800 ლარით, წყალმომარაგების საამქროს ზეინკალს, რომელმაც მეორედ მომართა ფონდს გაუწიეთ დახმარება 2132 ლარის ოდენობით მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის ლაბორატორიის 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთ-ერთი იყო ლაბორანტი, რომელმაც მესამედ მომართა ფონდს, გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით ვაჟის თვალის მიოპიის ლაზერით სამკურნალოდ, რაც არ ანაზღაურდება ჯიპიაის მიერ, ხოლო მეორეს მეუღლის უკიდურესად გართულებული ჩირქოვანი ჰაიმორო-ფრონტიტის სამკურნალოდ გამოეყო 1000 ლარი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით დედის სტენტირების ჩასატარებლად. სამშენებლო-სამეურნეო საამქროს მღებავს მეუღლის ჰისტეროსკოპიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 298 ლარის ოდენობით, სსხ და ა-ს ელზეინკალს დედის მრავალკვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 198 ლარის ოდენობით.

ასევე აგვისტოს თვეში მოხდა 1610 ლარის გადარიცხვა მსშს-ს ელექტრიკოსის მისამართით ქალიშვილის იდიოპათიური რთული სკოლიოზის ოპერაციული მკურნალობისთვის, იმის შემდეგ, რაც სრულად იქნა წარდგენილი მის მიერ სათანადო დოკუმენტაცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *