2021 წლის 11 ოქტომბერს სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 6 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17588 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7475 ლარი.
2 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 4 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ელშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 180 ლარის ოდენობით წვივიდან ლითონის ფირფიტის ამოსაღებად, აღსანიშნავია, რომ ამ პირმა მესამედ მომართა ფონდს. სამედიცინო სამსახურის ექთანს კოქსართროზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1050 ლარით, ეს იყო ამ პირის მეორე მომართვა.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფონდმა გასწია შემდეგი სახის დახმარება:
სამშენებლო-სარემონტო-სამეურნეო საამქროს დურგალს გაეწია დახმარება 1200 ლარის ოდენობით ქალიშვილის ხელის ოპერაციის ჩასატარებლად, სახანძრო სამსახურის ერთ-ერთ მძღოლს მეუღლის მკერდის ოპერაციის თანადაფინანსების მიზნით დავეხმარეთ 250 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების ლაბორანტს ვაჟის მუხლის ართროსკოპიის გასაკეთებლად დავეხმარეთ 1600 ლარით, რაც აგრეთვე პირის მეორე მომართვაა ფონდში, კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით მეუღლის პანკრატო-ბილიარული სიმსივნის სამკურნალოდ, ესეც პირის მესამე მომართვაა ფონდის მისამართით.