2021 წლის 10 დეკემბრისათვის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 24252 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 6206 ლარი.  4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

სარემონტო-მექანიკური საამქროს ზეინკალს მეორედ გაეწია დახმარება 110 ლარის ოდენობით გასტრიტისა და მწვავე ეზოფაგიტის სამკურნალოდ, ციანმარილების მეაპარატეს გულის აბლაციის თანადაფინანსების მიზნით დავეხმარეთ 147 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 160 ლარის ოდენობით წინამხრის მოტეხილობის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქრო წარმოდგენილი იყო 5 განცხადებით, ერთ-ერთი ეხებოდა შუნტოგრაფიის ჩატარებას, რაც ფონდმა დააფინანსა 826 ლარის ოდენობით. ეს იყო განმეორებითი მომართვა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, ფონდმა გასწია შემდეგი სახის დახმარებები: 4 განცხადება დაკმაყოფილდა გვარჯილის საამქროს თანამშრომლების სასარგებლოდ: მეგარდერობე ქალბატონს მეუღლის ბარძაყის მოტეხილობის გამო გაეწია დახმარება 890 ლარის ოდენობით, მეაპარატეს დავეხმარეთ 855 ლარით მეუღლის ჭიპის თიაქარის სამკურნალოდ, დამხმარე მუშას გაეწია დახმარება 598 ლარის ოდენობით თვალის კატარაქტის სამკურნალოდ და ერთ-ერთ მტვირთავს გაეწია დახმარება 840 ლარის ოდენობით მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 410 ლარის ოდენობით მეუღლის პროსტატის სამკურნალოდ, ეს იყო მეორე მომართვა. გაყიდვების სამსახურის თანამშრომელს დავეხმარეთ 655 ლარით ქრონიკული თრომბოციტემიის სამკურნალოდ. ელმომარაგების საამქროს ელზეინკალს განმეორებით გაეწია დახმარება 715 ლარის ოდენობით დედის მრავალკვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *