2022 წლის 10 მარტისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 40000 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 20821 ლარი. 7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 10 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
სამეურნეო განყოფილების მუშას გაეწია დახმარება 627 ლარის ოდენობით ეროზიული პროქტიტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს ამწის მემანქანეს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით აორტო-კორონარული შუნტირების თანადაფინანსებისთვის, აზოტმჟავის საამქროს ელზეინკალის მუცლის ფარის თიაქარის გამო დავეხმარეთ 547 ლარით, ციანმარილების მეაპარატეს ფარისებრის ახლოს მდებარე სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 1300 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს დიაბეტური კატარაქტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატს დავეხმარეთ 1461 ლარით ზედა ყბის რადიკალური ანტროტომიის ჩასატარებლად, სამედიცინო სამსახურის ექთანს გულის სტენტირების თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების მისამართით გაწეულ დახმარებებს, მსშს-ს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთ-ერთ ზეინკალს გაეწია დახმარება 28 წლის ქალიშვილის ჰისტერექტომიის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 688 ლარი ოდენობით, მეორე თანამშრომელს – ელშემდუღებელს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისთვის გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სტამბის სპეციალისტს განმეორებით დავეხმარეთ 650 ლარით დედის ინსულტის სამკურნალოდ, სანლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით დედის საშვილოსნოს სიმსივნის სამკურნალოდ, სამშენებლო სააქმროს მშენებელს ვაჟის მედიალური მენისკის ოპერაციული მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 350 ლარის ოდენობით, ლაბორატორიის ლაბორანტს მამის ფეხის მშრალი განგრენის ოპერაციისათვის გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების ელექტროზეინკალს ვაჟის ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 560 ლარის ოდენობით, მშენებლობის განყოფილების დამლაგებელს მეუღლის ინფარქტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით, სსხ და ა საამქროს თანამშრომელს ქალიშვილის კოჭ-წვივის ართროსკოპიული ოპერაციისთვის გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით.