2022 წლის 10 მაისისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 33186 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 15293 ლარი. 4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
სსხ და ა-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1932 ლარის ოდენობით თვალის ოპერაციის გამო, საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 550 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების ერთ-ერთ თანამშრომელს მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ციანმარილების თანამშრომელს ნერვის ფესვის დეკომპრესიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 960 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულ დახმარებას, იგი ასე გამოიყურება:
ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს დედის გულის ოპერაციის გამო გაეწია დახმარება 2692 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს მეუღლის ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გაეწია მაქსიმალური დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების ერთ-ერთ მეაპარატეს დედის ჰისტერექტომიის დასაფინანსებლად დავეხმარეთ 976 ლარით, გვარჯილის საამქროს ზეინკალს დედის მკერდის კიბოს გამო გაეწია დახმარება 1125 ლარის ოდენობით, ასევე გვარჯილის საამქროს თანამშრომელს შვილის ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით.