2022 წლის 10 ივნისისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 33951 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18364 ლარი. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1632 ლარის ოდენობით ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, სსსს-დან შემოვიდა 2 განცხადება, აქედან ერთ-ერთ მშენებელს გაეწია დახმარება 511 ლარის ოდენობით ნიჟარების ამოკვეთის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ხოლო ერთ-ერთ დურგალს გაეწია დახმარება 576 ლარის ოდენობით ასევე ჰაიმოროტომიის სამკურნალოს, სამედიცინო სამსახურის ექთანს გაეწია დახმარება 475 ლარის ოდენობით გულის სტენდირების თანადასაფინანსებლად, ციანმარილების წარმოების ელმონტიორა გაეწია დახმარება 1762 ლარის ოდენობით მალთაშუა თიაქარის დეკომპრესიისათვის, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს გიკენოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1478 ლარის ოდენობით, ორტქლმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1475 ლარის ოდენობით, ცენტრალური ტექნიკული ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 375 ლარის ოდენობით ცერებროვასკულარული ავადმყოფობის სამკურნალოდ, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 257 ლარის ოდენობით ფიბროზის, ცეროზის და ასციტის დიაგნოზების გამო, წყაომომარაგების საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 666 ლარის ოდენობით მასტენოზირებელი ლიგამენტიტის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრტელობის პრობლემებს, სურათი შემდეგია:
წყალმომარაგების საამქროს ზეინკალს 26 წლის ვაჟის შარდსაწვეთის რეიმპლანტაციის გამო გაუწიეთ 3000 ლარიანი დახმარება, მსშს-ს ზეინკალს 15 წლის ვაჟის იდიოპათიური სკოლიოზის გამო ჩატარებული ხერხემლის ოპერაციისათვის გაეწია დახმარება 1400 ლარის ოდენობით, სანლაბორატორიის ლაბორანტს 62 წლის მეუღლის დასახმარებლად კორონარული შუნტირების გასაკეთებლად გაეწია დახმარება 1255 ლარის ოდენობით, პრეს-სამსახურის თანამშრომელს ვაჟის მიოპიის ოპერაციული მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით, საქვაბის საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება ვაჟის ლიტოტრიფსიის გამო 1440 ლარის ოდენობით.