საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის”  2022 წლის აგვისტოს თვის ანგარიში

2022 წლის 10 აგვისტოსათვის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 24655 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 21411 ლარი.  9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. 

ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1054 ლარის ოდენობით კოლინჯის პოლიპის სამკურნალოდ, მოწყობილობათა უბნის თანამშრომელს სისხლის კვლევების ჩასატარებლად დავეხმარეთ 600 ლარით, გვარჯილის საამქროს ერთ-ერთ ოპერატორს თირკმელზედა ჯირკვლის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1014  ლარის ოდენობით, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს ფიბროზის და ცეროზის სამკურნალოდ გაეწია მცირედი დახმარება 220 ლარის ოდენობით, ეკონომიკის სამმართველოს ეკონომისტს საშვილოსნოს ლეიომიომის გამო გაეწია დახმარება 1400 ლარის ოდენობით, სამმართველოს დამლაგებელს დავეხმარეთ 454 ლარით ლიტოტრიფსიის ჩასატარებლად, წყალმომარაგების ზეინკალს ბალანიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 513 ლარის ოდენობით,  ჟანგბადის წარმოებიდან აგვისტოში შემოსული იყო 3 განცხადება, ერთ-ერთი ეხებოდა ლაბორატორიის თანამშრომელს რეტროპერიტონეუმის სიმსივნის გამო მას გაეწია დახმარება 2222 ლარის ოდენობით, მეორე თანამშრომელს კორონარული შუნტირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამეს 62 წლის მეუღლის კორონარული შუნტირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ასევე ოჯახის წევრებთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა შემდეგი განცხადებები: გასაღების განყოფილების ერთ-ერთ მენეჯერს გაეწია დახმარება მეუღლის გამო, ესენციური თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ ფონდმა გასცა დახმარება 519 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების მეაპარატეს მეუღლის  ჰისტერექტომიის გამო გასწია დახმარება 200 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგებიდან შემოვიდა 2 განცხადება: 1 ეხებოდა 84 წლის დედის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობას და ფონდმა გასცა დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ასევე ელექტრომომარაგების მეორე თანამშრომელს მეუღლის იგივე პრობლემის სამკურნალოდ გასცა 1137 ლარი, ციანმარილების წარმოებიდან შემოვიდა 2 განცხადება, ორივე თანამშრომელს დავეხმარეთ 1000-1000 ლარით, ერთს მეუღლის საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციის თანადაფინანსებისთვის, ხოლო მეორეს – ქალიშვილის ძვლის სიმსივნის სამკურნალოდ. 1000 ლარიანი დახმარება გაეწია ასევე საქვაბის საამქროს თანამშრომელს მეუღლის გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *