2022 წლის 10 ნოემბერს  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 26091 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7061 ლარი.  8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 1 განცხადება ოჯახის წევრის პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

გვარჯილის 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთს 740 ლარის ოდენობით ვენექტომიის ჩასატარებლად, ხოლო მეორეს 1276 ლარის ოდენობით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ, სიცივის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 592 ლარის ოდენობით ურეთეროტომიის ასანაზღაურებლად, საქვაბის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით ცისტოცელეს და რექტოცელეს დასაფინანსებლად, საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების თანამშრომელს ოსტეოპოროზის გამო გაეწია დახმარება 251 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს განმეორებით გაეწია დახმარება მძიმე დიაგნოზის გამო, მას აქვს ასციტი და ციროზი, 534 ლარის ოდენობით, ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით პროსტატის მკურნალობის ჩასატარებლად, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2876 ლარის ოდენობით თრომბექტომიის ასანაზღაურებლად.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ნოემბერში ასეთი იყო მხოლოდ 1 განცხადება, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს მეუღლის თავის პათოლოგიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 195 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *