2023 წლის 10 იანვარს  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 34903 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 20685 ლარი.  6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 9 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ვიდეომონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს სპინალური სტენოზის ოპერაციული მკურნალობისათვის გამოუყავით 3000 ლარი, მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 607 ლარის ოდენობით ნერვების ფესვების დეკომპრესიის ჩასატარებლად, ეკონომიკის განყოფილების ეკონომისტს დავეხმარეთ 781 ლარით ჰისტერექტომიის თანადაფინანსებისათვის, საზომი ხელსაწყოების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 172 ლარის ოდენობით ღვიძლის პათოლოგიის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს ანგიოგრაფიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 428 ლარით მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სამედიცინო სამსახურის ექთანს გაეწია დახმარება დედის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად 1500 ლარის ოდენობით, ასევე მოწყობილობათა საამქროს მეორე თანამშრომელს მეუღლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 482 ლარის ოდენობით, ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს შვილის ყურის მემბრანის დაზიანების სამკურნალოდ დავეხმარეთ 823 ლარით, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1357 ლარის ოდენობით მეუღლის კორონარული შუნტირების ჩასატარებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრეს მეუღლის ჰისტერექტომის დასაფინანსებლად გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით, ელექტრო- შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1365 ლარის ოდენობით მეუღლის მუხლქვეშა არტერიის შუნტირებისათვის, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 260 ლარის ოდენობით მეუღლის პოლიპექტომიის ჩასატარებლად, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის გაეწია დახმარება 1200 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს შვილის ჰემოროიდექტომიის დაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 405 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *