2023 წლის თებერვალში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 7 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 36923 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7538 ლარი. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

საქვაბის მეაპარატეს გაეწია დახმარება 2610 ლარი რაოდენობით კუჭის რეზექციის ჩასატარებლად, საპროექტო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 340 ლარის ოდენობით გინეკოლოგიური მკურნალობის ჩასატარებლად, გვარჯილის საამქროს ზეინკალ-შემკეთებელს გაეწია დახმარება 273 ლარის ოდენობით ხერხემლის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 323 ლარის ოდენობით, აზოტმჟავის საამქროს ინჟინერ-ოპერატორს გაეწია დახმარება 998 ჰისტერექტომიის დასაფინანსებლად, წყალმომარაგების ზეინკალს დავეხმარეთ 330 ლარით ორქექტომიის ჩასატარებლად, რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, თებერვლის თვეში ასეთი იყო მხოლოდ 1 განცხადება და მის თანახმად დახმარება გაეწია ციანმარილების წარმოების თანამშრომელს 2456 ლარის ოდენობით ქალიშვილის დასახმარებლად, რომელსაც გადანერგილი თირკმლის გამო დაეწყო გართულებები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *