2023 წლის მარტში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 45573 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 16181 ლარი. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
კაპროლაქტამის წარმოების მტვირთავს გაეწია დახმარება 2700 ლარის ოდენობით მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ, მთავარი ენერგეტიკოსის სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1120 ლარის ოდენობით ხერხემლის პრობლემების სამკურნალოდ, ტომრების საამქროს ოპერატორს გაეწია დახმარება 840 ლარის ოდენობით მენისკექტომიის დასაფინანსებლად, 1799 ლარით დავეხმარეთ აზოტმჟავის ელზეინკალს კოლპოპერინეოპლასტიკის ჩასატარებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 493 ლარის ოდენობით ვენექტომიის ჩასატარებლად, სარემონტო-სამშენებლო საამქროს უბნის უფროსს გაეწია დახმარება 761 ლარის ოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ამოსაკვეთად, ჰაერგამყოფი საამქროს ლაბორანტს გაეწია დახმარება 778 ლარის ოდენობით სიმსივნის კვლევისთვის, აზოტმჟავის საამქროს ელზეინკალს გაეწია დახმარება 508 ლარის ოდენობით მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებისათვის, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ოსტატს გაეწია დახმარება 347 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მემანქანეს გაეწია დახმარება 190 ლარის ოდენობით მალების პროთრუზიის სამკურნალოდ, ორთქლმომარაგების საამქროს მორიგე ზეინკალს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით მწვავე სტენოკარდიული შეტევის და სტენტირების დასაფინანსებლად, გვარჯილის საამქროს მტვირთავს გაეწია დახმარება 950 ლარის ოდენობით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით ვაჟიშვილის ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 490 ლარის ოდენობით მეუღლის პიოდერმიის სამკურნალოდ, ტექნიკური სამმართველოს თარჯიმანს გაეწია დახმარება 705 ლარის ოდენობით ვაჟის ასთმური შეტევის მკურნალობის თანადაფინანსებისათვის.