2023 წლის აპრილში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 44392 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 9333 ლარი.  ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

საქვაბის საამქროს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება: ერთ-ერთ ელზეინკალს დავეხმარეთ 195 ლარით ქვედა კიდურების ვარიკოზის სამკურნალოდ, ხოლო მეორეს, მემანქანეს,  დიაბეტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 138 ლარით. კ/ლაქტამის ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 847 ლარის ოდენობით ურეთეროცისტოპექსიის ჩასატარებლად, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს გაეწია დახმარება 367 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის თანადაფინანსებისათვის.  სარემონტო-მექანიკური საამქროს 3 თანამშრომელს გაეწია დახმარება: ერთ-ერთი იყო  ზეინკალ-შემკეთებელი, რომელსაც დავეხმარეთ 1345 ლარის ოდენობით კორონარული ანგიოპლასტიკის ჩასატარებლად, მეორე თანამშრომელს დავეხმარეთ 1182 ლარის ოდენობით ტვინის ინსულტის სამკურნალოდ,  

რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ასევე სარემონტო-მექანიკური საამქროს კიდევ ერთ თანამშრომელს, ზეინკალს, გაეწია დახმარება 7 წლის ვაჟიშვილის მენტალური პრობლემების სამკურნალოდ, საზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 514 ლარის ოდენობით მეუღლის ფარისებრის  სიმსივნის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს ზეინკალ-შემკეთებელს ვაჟის თვალის სიელმის ოპერაციული მკურნალობისათვის გაეწია დახმარება 464 ლარი, სამეურნეო განყოფილების მუშას გაეწია დახმარება 397 ლარის ოდენობით ქალიშვილის ჰორმონალური დისბალანსის სამკურნალოდ, რკინიგზის საამქროს დისპეტჩერს გაეწია დახმარება 1175 ლარის ოდენობით დედის მალის მოტეხილობის სამკურნალოდ, ანტიკოროზიის მაგუმირებელს გაეწია დახმარება 695 ლარის ოდენობით მეუღლის თვალის ინექციური მკურნალობის ჩასატარებლად,

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *