2023 წლის აგვისტოში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ჟანგბადის საამქროს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთ-ერთს, მორიგე ელმონტიორს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით მალთაშუა თიაქარის სამკურნალოდ, მეორეს, ცვლის უფროსს დავეხმარეთ 600 ლარით მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისთვის, ელექტრომომარაგების საამქროს ელზეინკალს კატარაქტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 244 ლარით, საწყობის თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს ჰიპოთირეოზი და დიაბეტი, დავეხმარეთ 185 ლარით, აირმაშველი რაზმის აირმაშველს გაეწია დახმარება 202 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 461 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის დასაფინანსებლად, ამიაკის საამქროს მექანიკოსს გაეწია დახმარება 755 ლარის ოდენობით პოლიპექტომიის ჩასატარებლად, საპროექტო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1408 ლარის ოდენობით თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1944 ლარის ოდენობით დისკექტომიის თანადაფინანსებისათვის.

რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ტომრების საამქროს ოპერატორს გაეწია დახმარება 1460 ლარის ოდენობით დედის დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 845 ლარის ოდენობით დედის თირკმლის სიმსივნის სამკურნალოდ, კაპროლაქტამის საწარმოს მეაპარატეს მეუღლის ენდონაზალური ტრეპანაციისათვის გაეწია დახმარება 918 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს მეუღლის მაჯის განგლიონის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 323 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით შვილის ნეფრექტომიის ჩასატარებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *