2024 წლის აგვისტოს თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 13 განცხადება. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: მსშს-ს საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 175 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ, სსხ და ა-ს ბიუროს უფროსს გაეწია დახმარება 842 ლარის ოდენობით გულის შუნტირების გამო, საწყობის თანამშრომელს გაეწია დახმარება 323 ლარის ოდენობით ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, კ/ლაქტამის ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 1450 ლარის ოდენობით მენჯის კოქსართროზის სამკურნალოდ ენდოპროთეზირების სახით, იგივე საამქროს მეორე ცვლის უფროსს დავეხმარეთ 500 ლარით მენისკექტომიის გამო, აირმაშველი საამქროს აირმაშველს გაეწია დახმარება 640 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს მრეცხავს დავეხმარეთ 307 ლარით კატარაქტის სამკურნალოდ, სამედიცინო სამსახურის ექთანს განმეორებით დავეხმარეთ 540 ლარით მხრის ნეკროზის ოპერაციული მკურნალობისათვის, რკინიგზის საამქროს თბომავლის შემდგენელს გაუწიეთ დახმარება 216 ლარის ოდენობით ხორხის ჰიპერკერატოზის სამკურნალოდ,
რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, ასე განაწილდა თანხები: რკინიგზის საამქროს მრეცხავს შვილიშვილის სახის არტერიულ-ვენური მალფორმაციის გამო გაუწიეთ დახმარება 2580 ლარის ოდენობით, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტს გაეწია დახმარება 1930 ლარის ოდენოთ შვილის ექსპრესიული მეტყველების დარღვევის სამკურნალოდ, რაც დაზღვევით არ ფინანსდება, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1285 ლარის ოდენოთ მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამო, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით მეუღლის დიაბეტის და კუჭის რეზექციის გამო.