2024 წლის დეკემბრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. 7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით ლუმბაგოს და იშიასის სამკურნალოდ, ელექტრომომარაგების ელმონტიორს დავეხმარეთ 570 ლარით თვალის ფაკოემულსიფიკაციის ჩასატარებლად, სიცივის საამქროს ელშემკეთებელს გაეწია დახმარება 420 ლარის ოდენობით, სიცივის საამქროს თანამშრომელს კისრის მალების დისკების დაზიანების  სამკურნალოდ დავეხმარეთ 330 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 738 ლარის ოდენობით ნეკნთაშუა ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს მრეცხავს გაეწია დახმარება 199 ლარის ოდენობით ფილტვის ობსტრუქციის გამო, რკინიგზის საამქროს დისპეტჩერს გაეწია დახმარება 870 ლარის ოდენობით პილონიდური კისტის ოპერაციისათვის,

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სიცივის საამქროს თანამშრომელს მეუღლის უშვილობის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 648 ლარის ოდენობით შვილის ხელის მტევნის მოტეხილობის სამკურნალოდ და ძვლის გადასანერგად, რკინიგზის საამქროს ვაგონების მრეცხავს დავეხმარეთ 565 ლარით დედის კუჭის კიბოს სამკურნალოდ, ტომრების საამქროს თანამშრომელს გავუწიეთ დახმარება 148 ლარის ოდენობით შვილის ფილტვის დაზიანების სამკურნალოდ, სამშენებლო საამქროს თანამშრომელს შვილის ნეიროცირკულატორული ვეგეტოდისტონიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 123 ლარით, სანლაბორატორიის ლაბორანტს ქალიშვილის თვალის ლაზერული მკურნალობისთვის დავეხმარეთ 500 ლარით, ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს მეუღლის ბარძაყის არტერიის სტენტირების ჩასატარებლად გავუწიეთ დახმარება 1949 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს ცვლის უფროსს მამის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამო გაეწია დახმარება  1256 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *