2025 წლის იანვრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: აზოტმჟავის საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 1671 ლარის ოდენობით ხერხემლის დისკექტომიის ჩასატარებლად, აზოტმჟავის საამქროს ენერგეტიკოსს გაეწია დახმარება 1230 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციისათვის, კ/ლაქტამის ელზეინკალს დავეხმარეთ 246 ლარით ტერფის ართროზის სამკურნალოდ, ორთქლმომარაგების ზეინკალს გადატანილი სტენტირების გამო გავუწიეთ დახმარება 770 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 1589 ლარით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, საქვაბე-ორთქლმომარაგების საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 547 ლარის ოდენობით პროსტატის ოპერაციის ასანაზღაურებლად,

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო გაწეულ დახმარებებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ციანმარილების მეაპარატეს მეუღლის  ცეროზის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1026 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების მექანიკოსს შვილის მენჯის დისპლაზიის და ასიმეტრიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 2433 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს მეგარდერობეს მეუღლის ნაღვლის ბუშტის მკურნალობის გამო გაეწია დახმარება 580 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *