2025 წლის მარტის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: საშვთა რეჟიმის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1314 ლარის ოდენობით ჰემიფაციური სპაზმის სამკურნალოდ, მსშს-ს ელშემდუღებელს დავეხმარეთ 280 ლარით ფილტვის ადენოკარცინომის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 217 ლარით ლავიწის ძვლის ოპერაციული მკურნალობისათვის, იგივე საამქროს მტვირთავს გაუწიეთ დახმარება 438 ლარის ოდენობით ნიჟარების ამოკვეთის დასაფინანსებლად, რკინიგზის საამქროს შემდგენელს გაეწია დახმარება 2200 ლარის ოდენობით რადიკალური ანტროტომიის ჩასატარებლად, დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 2465 ლარის ოდენობით სპონდილოზის, წელის ლისთეზის და შმორლის თიაქარის სამკურნალოდ, კ/ლაქტამის მტვირთავს დავეხმარეთ 328 ლარით კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაციული მკურნალობისათვის, ცტკგ-ს ინჟინერს გაეწია დახმარება 926 ლარის ოდენობით ზედა ყბის კეთილთვ. სიმსივნის მკურნალობისათვის, ცენტრალური საწყობის თანამშრომელს გაეწია დახმარება 368 ლარის ოდენობით დიაბეტური პრეპარატების შესაძენად, რომელიც გამონაკლისს წარმოადგენს ყველა სადაზღვევო კომპანიის ასანაზღაურებელი პრეპარატების სიაში, ტომრების საამქროს ბრიგადირს გაეწია დახმარება 1152 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 1051 ლარით ტერფის ფლეგმონის ოპერაციის ასანაზღაურებლად.
რაც ეხება მომართვებს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სამედიცინო სამსახურის ექიმს გაეწია დახმარება 1697 ლარის ოდენობით მეუღლის ჰაიმოროტომიის გამო, სსსს-ს მშენებელს დავეხმარეთ 100 ლარით ქალიშვილის გართულებული რესპირატორული ავადმყოფობის გამო წამლებში გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, მსშს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით ვაჟის ანთებითი პოლინეიროპათიის სამკურნალოდ, წყალმომარაგების თანამშრომელს გაეწია დახმარება 561 ლარის ოდენობით მეუღლის თიაქარის ოპერაციის ასანაზღაურებლად, რკინიგზის საამქროს მწონავს გაეწია დახმარება 477 ლარის ოდენობით დედის რექტო-სიგმური ადენოკარცინომის სამკურნალოდ, სსსს-ს საამქროს უფროსს გაეწია დახმარება 543 ლარის ოდენობით შვილიშვილის მტევნის მოტეხილობის სამკურნალოდ, აზოტმჟავის დაჟანგვის მეაპარატეს დავეხმარეთ 3000 ლარით მამის მეზოთელიომის სამკურნალოდ, რომელიც გაიარა თურქეთში. აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2291 ლარის ოდენობით მამის ფილტვის ტრომბოემბოლიის სამკურნალოდ.