2025 წლის ნოემბრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 6 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს დავეხმარეთ 350 ლარით ქუსლის დეზის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით კუჭის შუნტირების ჩასატარებლად, სტამბის ამკინძავს დავეხმარეთ 515 ლარით ართროპათიის სამკურნალოდ, კანცელარიის ერთ-ერთ მდივან-თანაშემწეს გაეწია დახმარება 893 ლარის ოდენობით ჰაიმოროტომიის ჩასატარებლად, სიცივის საამქროს ელმონტიორს დავეხმარეთ 618 ლარით ფილტვის სიმსივნის სამკურნალოდ, 368 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია აზოტმჟავის ენერგეტიკოსს ხერხემლის პროთრუზიების სამკურნალოდ, სარემონტო-შემკეთებელი საამქროს მღებავს დავეხმარეთ 1110 ლარით კიდურების რადიოაბლაციის ჩასატარებლად, ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს გავუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით პროსტატომიის და ლიტოტრიფსიის ჩასატარებლად, კაპროლაქტამის მეაპარატეს გაეწია დახმარება 208 ლარის ოდენობით ინსულტის გამო ჩატარებული ანგიოგრაფიის დასაფინანსებლად, გვარჯილის საამქროს ელმონტიორს დავეხმარეთ 1689 ლარით.

რაც ეხება ოჯახის წევრებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: კ/ლაქტამის თანამშრომელს დავეხმარეთ 407 ლარით დედის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის გამო, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს დავეხმარეთ 2023 ლარით მეუღლის მხრის და მენჯის მოტეხილობების სამკურნალოდ, იგივე სამსახურის მეორე თანამშრომელს გაეწია დახმარება 1609 ლარის ოდენობით დედის ინსულტის შედეგების სამკურნალოდ, სამეურნეო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 452 ლარის ოდენობით შვილის საკვერცხის კისტის ოპერაციული მკურნალობისთვის, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს მეუღლის ჰისტეროსპოლია-პოლიპექტომიის გამო გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს მედაზგეს დავეხმარეთ 1396 ლარით ვაჟის კერატოკონუსის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *