19 დეკემბერს დასრულდა „რუსთავის აზოტი ინდორამას“ 2025 წლის შიდა მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და წელს საწარმოს ექვსი საამქროს გუნდის მონაწილეობით გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „გვარჯილის საამქროს“ და „ტარა-შესაფუთი მასალების დამზადების საამქროს“ გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი განსაკუთრებულად დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამარჯვება „გვარჯილის საამქროს“ გუნდმა მოიპოვა და 2025 წლის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს „ადმინისტრაციის“ და „ამიაკის წარმოების“ გუნდები შეხვდნენ. თამაში „ადმინისტრაციის“ გუნდის აშკარა უპირატესობით დასრულდა, რის შედეგადაც მათ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირის დასასრულს გამარჯვებული და გამორჩეული მონაწილეები ორგანიზატორებმა პრიზებით დააჯილდოვეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო გადაეცა „გვარჯილის საამქროს“ მეკარეს — ზურა მიქელაძეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა „ტარა-შესაფუთი მასალების დამზადების საამქროს“ გუნდის წევრს ნიკა ცაბაძეს.
მსგავსი სპორტული ინიციატივები აჩვენებს, რომ სპორტი და გუნდური სულისკვეთება რუსთავის აზოტი ინდორამას კორპორატიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.