რუსთავის აზოტის ისტორიაში პირველად, კომპანიამ წარმატებით დანერგა ინტეგრირებული მართვის სისტემა (IMS) და გაიარა სერტიფიცირება შემდეგი სტანდარტების შესაბამისად:
ISO 9001 – ხარისხის მართვის სისტემა
ISO 14001 – გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა
ISO 45001 – შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა
ეს მიღწევა ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ოპერაციული სრულყოფილების, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და უწყვეტი გაუმჯობესების მიმართ. სერტიფიცირება ასახავს მართვის სისტემების ეფექტიანობას და ორგანიზაციის მასშტაბით გუნდების კოორდინირებულ და დისციპლინირებულ მუშაობას.
სერტიფიკატების ოფიციალური გადაცემა გაიმართა კომპანიის შიდა ღონისძიებაზე, სერტიფირების განმახორციელებელი ორგანიზაციისა და „რუსთავი აზოტი ინდორამას“ მენეჯმენტის მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიცირების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ შემდეგი თანამშრომლები:
🔹არჩილ გორხელაშვილი
🔹თამარ მამაგულიშვილი
🔹ვენერა გაწერელია
🔹სალომე კვირიკაშვილი
🔹ნიკოლოზ სიხარულიძე
🔹რეზო გიგაშვილი
🔹იოსებ ბალაძე
მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს და დანერგვის პროცესში ჩართულ პარტნიორებს იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი მიღწევა შესაძლებელი გახადა.