2026 წლის ივლისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. 15 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო დანარჩენი 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: აზოტმჟავის საწყობის თანამშრომელს გაეწია დახმარება 428 ლარის ოდენობით მუხლის სამკურნალოდ, საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერს გაეწია დახმარება 247 ლარის ოდენობით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, საშვთა ბიუროს თანამშრომელს დავეხმარეთ 1575 ლარით ჰემიპარეზის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროდან იყო სამი განმცხადებელი: ერთ-ერთ ზეინკალს გაეწია დახმარება 145 ლარის ოდენობით დიაბეტის სამკურნალოდ, მეორეს, დარაჯს, დავეხმარეთ 187 ლარით ნაწლავის სამკურნალოდ, მესამეს, ზეინკალს, დავეხმარეთ 1000 ლარით რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროდან შემოსული იყო 3 განცხადება: ერთ-ერთ ელექტრიკოსს გაეწია დახმარება 1186 ლარის ოდენობით კუჭის კიბოს სამკურნალოდ, საამქროს ენერგეტიკოსს დავეხმარეთ 309 ლარით ნაწლავის პოლიპექტომიის ჩასატარებლად, ზეინკალს კი გაეწია დახმარება 1022 ლარის ოდენობით ბეიკერის კისტის სამკურნალოდ. ელექტრომომარაგების ელგამომცდელს დავეხმარეთ 276 ლარით კატარაქტის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ჟანგბადის წარმოების ელმონტიორს დავეხმარეთ 270 ლარით დუოდენიტის სამკურნალოდ, ხელსაწყოების საამქროს ელზეინკალს გაეწია დახმარება 1245 ლარის ოდენობით მკერდის ადენოკარცინომის გამო, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს დავეხმარეთ 640 ლარით მკერდის სოლისებრი რეზექციის გამო, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 750 ლარის ოდენობით ნიჟარების და ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ორთქლმომარაგების საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 80 ლარით ბრონქოექტაზიური დაავადების ფონზე წამლების შესაძენად.
რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: 1970 ლარით დავეხმარეთ ციანმარილების ცვლის უფროსს მისი მეუღლის შარდის ბუშტის ოპერაციის გამო, ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 1122 ლარის ოდენობით შვილის სტრაბიზმის სამკურნალოდ, სამედიცინო სამსახურის ექთანს დავეხმარეთ 1855 ლარით შვილის ხერხემლის სქოლიოზის გამო, 730 ლარით დავეხმარეთ რკინიგზის შემკეთებელს 3 წლის შვილის აუტოანტისხეულების კვლევის ჩასატარებლად აუტიზმის სპექტრული დაავადების ფონზე.