2026 წლის მაისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 22 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო დანარჩენი 11 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საამქროს ორმა ზეინკალმა შემოიტანა ფონდში დახმარების განცხადებები, ერთ-ერთ დავეხმარეთ 154 ლარით მუხლის ფიზიოპროცედურების დაფინანსებისათვის, ხოლო მეორეს კიდურების ატეროსკლეროზის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 570 ლარის ოდენობით დიაბეტის პრეპარატების თანადასაფინანსებლად, ჟანგბადის წარმოების დამლაგებელს გაეწია დახმარება 753 ლარის ოდენობით ჰისტერექტომიის გამო, სარემონტო-სამშენებლო საამქროს უბნის უფროსს დავეხმარეთ ტონზილექტომიის ლაზერული ოპერაციისათვის 500 ლარით, სახვთა რეჟიმის ბიუროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1050 ლარის ოდენობითთავის ფიბრომიკროსარკომას სამკურნალოდ, სსხ და ა-ს ზეინკალს გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით მალთაშა თიაქარის გამო ჩატარებული ფიზიოპროცედურების ჩასატარებლად, ამიაკის წარმოების ზეინკალს გაეწია დახმარება 415 ლარის ოდენობით კუჭის წყლულის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს შემგროვებელს გაეწია დახმარება 2060 ლარის ოდენობით მიტრალური სარქვლის ჩანაცვლებითი ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ასევე ტომრების საამქროს მეორე შემგროვებელს გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობითჰიპერლიპიდემიის და დიაბეტის სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ტომრების საამქროს მესამე თანამშრომელს გაეწია დახმარება 2580 ლარის ოდენობით შვილის ნაფლეთი ჭრილობის სამკურნალოდ, კაპროლაქტამის წარმოების ზეინკალს დავეხმარეთ 797 ლარითღ მეუღლის საშარდე სიოსტემიდან ქვების ამოღების თანადაფინანსებისათვის, სსხ და ავტომატიკის საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება შვილის მკერდის კიბოს ბიოფსიის ჩასატარებლად 220 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოებიდან შემოსული იყო 4 განცხადება, ოთხივე ეხებოდა ოჯახის წევრების სირთულეებს: ერთ პირს დავეხმარეთ 1155 ლარით დედის ინსულტის პოსტოპერაციული კვლევის ჩასატარებლად, მეორე პირს – მეაპარატეს ვაჟის სათესლე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 460 ლარის ოდენობით, მესამე პირს – მეაპარატეს დავეხმარეთ 1300 ლარით მეუღლის ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ, ხოლო მეოთხე პირს გაეწია დახმარება 511 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ. რკინიგზის საამქროს მრეცხვას გაეწია დახმარება 986 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის რეზექციის გამო, ელექტრომომარაგების საამქროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 1055 ლარის ოდენობით მამის წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს დავეხმარეთ 270 ლარით შვილის ადენოიდექტომიის ჩასატარებლად, იგივე ლაბორატორიის უფროსს ლაბორანტს გაეწია 1900 ლარის ოდენობით დახმარება ქმრის გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.