„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ დამფუძნებლის კვირეული კიდევ ერთი საინტერესო აქტივობით გაგრძელდა: კომპანიის თანამშრომლებს შორის კრიკეტის მეგობრული მატჩი გაიმართა.
მატჩთან ერთად, ქართველ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ კრიკეტს — სპორტის სახეობას, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა ინდოეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, კრიკეტის მასტერკლასებიც ჩატარდა, რის შემდეგაც მსურველებმა თავადაც მოსინჯეს ძალები თამაშში.
აქტივობამ ერთმანეთთან დააკავშირა სპორტი, გუნდური სულისკვეთება და კულტურული გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად, კრიკეტი თანამშრომლებისთვის ახალი გამოცდილების მიღებისა და გუნდური ურთიერთობების გაძლიერების კარგი შესაძლებლობა იყო.